https://sputnik-georgia.com/20230811/----------281131671.html
ბოლო წერტილი - ვოლსკი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე
ბოლო წერტილი - ვოლსკი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თანამგზავრიდან მიღებული კურორტ შოვის სტიქიის ზონის ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები... 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T13:44+0400
2023-08-11T13:44+0400
2023-09-18T13:08+0400
საქართველო
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ქართული ოცნება
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თანამგზავრიდან მიღებული კურორტ შოვის სტიქიის ზონის ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ტრაგედიის მიზეზების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამგზავრიდან მიღებული მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები გაავრცელა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სააგენტოს პირველადი შეფასება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები ადასტურებენ, რომ სტიქიამდე მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. დასახლებიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 11 ადამიანი. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში. ტრაგედია შოვში: რას ადასტურებს სატელიტიდან მიღებული ფოტოები>>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია. სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ქართული ოცნება , გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველო, მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ქართული ოცნება , გარემოს ეროვნული სააგენტო
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თანამგზავრიდან მიღებული კურორტ შოვის სტიქიის ზონის ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ტრაგედიის მიზეზების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამგზავრიდან მიღებული მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები გაავრცელა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სააგენტოს პირველადი შეფასება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები ადასტურებენ, რომ სტიქიამდე მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია.
„სატელიტური ფოტოები არის საბოლოო წერტილი იმ დეზინფორმაციის ნაკადისა, რომელიც მოედინებოდა კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ჯგუფებიდან. დღემდე ეს შენარჩუნებულია. იქამდეც (ფოტოების გამოქვეყნებამდე - რედ.) ცნობილი იყო, რომ არ ყოფილა არანაირი ისეთი წინაპირობა, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო წინასწარი განგაშის საფუძველი", - აღნიშნა ვოლსკიმ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. დასახლებიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 11 ადამიანი.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.