შსს: შოვში ძებნის არეალი გაფართოვდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაძიებო ოპერაცია შოვში
საძიებო ოპერაცია შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2023
გამოწერა
აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, 9 პირის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება.
სამუშაოებში ასევე ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ათ ლოკაციაზე მუშაობს. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0