https://sputnik-georgia.com/20230811/sovsi-darupulta-ricxvi-22-mde-gaizarda-281131520.html
შოვში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
შოვში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T12:53+0400
2023-08-11T12:53+0400
2023-09-18T13:07+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959307_0:53:1041:638_1920x0_80_0_0_e0c5106ba8927fb078fea4686d01fb50.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მღებრიშვილის განცხადებით, ცხედარი აღმოჩენილია მდინარე რიონის კალაპოტში. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ. შოვში მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტების შეფასებით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შეიძლება ადამიანები ყოფილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და „მჟავე წყლებისკენ" მიმავალი გზაა.მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული>>სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც. სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959307_58:0:981:692_1920x0_80_0_0_c69f976965c6b6ba2df46fbee4c555c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შოვში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
12:53 11.08.2023 (განახლებულია: 13:07 18.09.2023) სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
მღებრიშვილის განცხადებით, ცხედარი აღმოჩენილია მდინარე რიონის კალაპოტში. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.
„ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვში მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტების შეფასებით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შეიძლება ადამიანები ყოფილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და „მჟავე წყლებისკენ" მიმავალი გზაა.
სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.
სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.