https://sputnik-georgia.com/20230811/11-agvistos-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-281100893.html
11 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
11 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 11 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T00:15+0400
2023-08-11T00:15+0400
2023-08-11T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24590/60/245906074_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_781a217b93356f0957186db38dac7b07.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ3-12 აგვისტო3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.მათი სიმბოლოა მზესუმზირა.ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.11 აგვისტოს დაბადებულები11 აგვისტოს, შეიძლება ითქვას, „ბედის ნებიერები“ იბადებიან; მათთვის წარმატება კანონზომიერია, ცხადია და ადვილად მისაღწევი. არიან შემოქმედებითი ნატურები, ახასიათებთ სიმტკიცე და სიჯიუტე; ყოველთვის აქვთ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები. ადრეული ქორწინება არაფერ კარგს არ უქადის, მოწიფულობაში შექმნილი ოჯახი კი ბედნიერების მომტანი იქნება. ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>თუ წინ უკანმოუხედავად, მიზანსწრაფულად ივლიან, უდიდესი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ, თუმცა, არ უნდა დაივიწყონ ბუმერანგის ეფექტის შესახებ - თუ სამყაროს მიერ ბოძებულ ნიჭს არასასიკეთოდ გამოიყენებენ, ეს მათ უბედურებასა და წარუმატებლობას მოუტანს.11 აგვისტოს დაბადებულებისთვის უპირატესია სიმართლის შეცნობა და ამისკენ მთელი სულით ისწრაფვიან. მათ აინტერესებთ ცხოვრების ბნელი მხარეებიც. მათ სწამთ, რომ მათი დანიშნულება ამ ცხოვრებაში პირფერების მოძებნა და მხილება, დაფარულის გაშიშვლებაა. ხანდახან ეს მისწრაფება ფანატიზმამდე მიდის.ამ დღეს დაბადებულები კარგად ერკვევიან ადამიანების ხასიათში, ამიტომ მათით მანიპულირება რთულია. ფულის მიმართ საქმიანი, პრაქტიკული დამოკიდებულება აქვთ, არც მალავენ თავიანთი ფინანსური წარმატების მეთოდებს. მაგრამ ემოციურ განცდებს მალავენ და მხოლოდ რჩეულებს უზიარებენ. ზოგიერთი საერთოდ განზე დგება ემოციური სფეროსგან, რომ ამან წარმატებებში ხელი არ შეუშალოს. ამ ადამიანებს ესაჭიროებათ აუდიტორია, რომელიც მოუსმენს და გაიგებს მათ მსოფლშეხედულებებს.რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ამ დღეს დაბადებულებს სჭირდებათ თავიანთი ცოდნის აფიშირება, ამასთან, მოწონება გარშემომყოფების მხრიდან. ისინი პატივისცემის მოპოვებისთვის ცხოვრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი მოწონება ცხოვრებისეულ ფასეულობებზე მაღლა დგას. კრიტიკა და დაპირისპირება კვებავს მათ სასიცოცხლო ენერგიას, ამტკიცებს მათ ძალებს და წარმატებებისკენ სვლაში ეხმარება.ეს ადამიანები უნდა ერიდონ დიდი რაოდენობით ოპონენტების შემოკრებას თავიანთ გარშემო და უსიამოვნებებსა და კამათში ცენტრალური ადგილის დაკავებას. მაღალგანვითარებულმა პიროვნებებმა შეიძლება თავი გაართვან გარშემო გახლართულ აბლაბუდას, შეძლონ თავიანთი მებრძოლი ენერგიის მოთოკვა და მისი სამუშაო და შემოქმედებით პროექტებში მიმართვა, მთავარია, რომ ეს პირად ცხოვრებაში არ აისახოს. ამ დღეს დაბადებულები ასაკთან ერთად ბრძენდებიან და „ველურ“ ენერგიას ათვინიერებენ.ჯანმრთელობა11 აგვისტოს დაბადებულები მათ კონფლიქტურ ნატურას პოტენციურ საფრთხეებთან მიჰყავს. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ და ასეთ სიტუაციებს მოერიდონ. მათთვის რეკომენდებულია ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. მაღალგანვითარებული პიროვნებებისთვის საშიშია ცხოვრების ბნელი მხარეების გამოკვლევა, ამან შეიძლება ფსიქიკური დარღვევები გამოიწვიოს. ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვე, მგრძნობიარობა, სექსუალობა, მაგრამ ახლობლებთან თავშეკავება და რაციონალიზმი უნდა გამოიჩინონ.როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>რჩევა:გააკონტროლეთ თქვენი ინსტიქტები, ემოციები, იმპულსები. სიმართლე, შესაძლოა, ღრმა ემოციების მიზეზი გახდეს, ასევე ძვირფასი გაკვეთილი. დრო და ყურადღება დაუთმეთ შინაგანი თვისებების განვითარებას, როგორიცაა მადლიერება, სხვისი პოზიციის გაგება.
https://sputnik-georgia.com/20230723/lomi-kaskasa-ambiciuri-zlieri-zogadi-daxasiateba-zodiaqo-280013277.html
https://sputnik-georgia.com/20230729/zodiaqos-nisnebis-sibrzne-280536688.html
https://sputnik-georgia.com/20230710/vin-gadarceba-ukacriel-kunzulze-zodiaqo-kruzo-279404867.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24590/60/245906074_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_58350dfaf4ba4f789268556c32543a7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
11 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 11 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.
მათი სიმბოლოა მზესუმზირა.
ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.
11 აგვისტოს, შეიძლება ითქვას, „ბედის ნებიერები“ იბადებიან; მათთვის წარმატება კანონზომიერია, ცხადია და ადვილად მისაღწევი. არიან შემოქმედებითი ნატურები, ახასიათებთ სიმტკიცე და სიჯიუტე; ყოველთვის აქვთ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები. ადრეული ქორწინება არაფერ კარგს არ უქადის, მოწიფულობაში შექმნილი ოჯახი კი ბედნიერების მომტანი იქნება.
თუ წინ უკანმოუხედავად, მიზანსწრაფულად ივლიან, უდიდესი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ, თუმცა, არ უნდა დაივიწყონ ბუმერანგის ეფექტის შესახებ - თუ სამყაროს მიერ ბოძებულ ნიჭს არასასიკეთოდ გამოიყენებენ, ეს მათ უბედურებასა და წარუმატებლობას მოუტანს.
11 აგვისტოს დაბადებულებისთვის უპირატესია სიმართლის შეცნობა და ამისკენ მთელი სულით ისწრაფვიან. მათ აინტერესებთ ცხოვრების ბნელი მხარეებიც. მათ სწამთ, რომ მათი დანიშნულება ამ ცხოვრებაში პირფერების მოძებნა და მხილება, დაფარულის გაშიშვლებაა. ხანდახან ეს მისწრაფება ფანატიზმამდე მიდის.
ამ დღეს დაბადებულები კარგად ერკვევიან ადამიანების ხასიათში, ამიტომ მათით მანიპულირება რთულია. ფულის მიმართ საქმიანი, პრაქტიკული დამოკიდებულება აქვთ, არც მალავენ თავიანთი ფინანსური წარმატების მეთოდებს. მაგრამ ემოციურ განცდებს მალავენ და მხოლოდ რჩეულებს უზიარებენ.
ზოგიერთი საერთოდ განზე დგება ემოციური სფეროსგან, რომ ამან წარმატებებში ხელი არ შეუშალოს. ამ ადამიანებს ესაჭიროებათ აუდიტორია, რომელიც მოუსმენს და გაიგებს მათ მსოფლშეხედულებებს.
ამ დღეს დაბადებულებს სჭირდებათ თავიანთი ცოდნის აფიშირება, ამასთან, მოწონება გარშემომყოფების მხრიდან. ისინი პატივისცემის მოპოვებისთვის ცხოვრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი მოწონება ცხოვრებისეულ ფასეულობებზე მაღლა დგას. კრიტიკა და დაპირისპირება კვებავს მათ სასიცოცხლო ენერგიას, ამტკიცებს მათ ძალებს და წარმატებებისკენ სვლაში ეხმარება.
ეს ადამიანები უნდა ერიდონ დიდი რაოდენობით ოპონენტების შემოკრებას თავიანთ გარშემო და უსიამოვნებებსა და კამათში ცენტრალური ადგილის დაკავებას.
მაღალგანვითარებულმა პიროვნებებმა შეიძლება თავი გაართვან გარშემო გახლართულ აბლაბუდას, შეძლონ თავიანთი მებრძოლი ენერგიის მოთოკვა და მისი სამუშაო და შემოქმედებით პროექტებში მიმართვა, მთავარია, რომ ეს პირად ცხოვრებაში არ აისახოს. ამ დღეს დაბადებულები ასაკთან ერთად ბრძენდებიან და „ველურ“ ენერგიას ათვინიერებენ.
11 აგვისტოს დაბადებულები მათ კონფლიქტურ ნატურას პოტენციურ საფრთხეებთან მიჰყავს. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ და ასეთ სიტუაციებს მოერიდონ. მათთვის რეკომენდებულია ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. მაღალგანვითარებული პიროვნებებისთვის საშიშია ცხოვრების ბნელი მხარეების გამოკვლევა, ამან შეიძლება ფსიქიკური დარღვევები გამოიწვიოს.
ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვე, მგრძნობიარობა, სექსუალობა, მაგრამ ახლობლებთან თავშეკავება და რაციონალიზმი უნდა გამოიჩინონ.
გააკონტროლეთ თქვენი ინსტიქტები, ემოციები, იმპულსები. სიმართლე, შესაძლოა, ღრმა ემოციების მიზეზი გახდეს, ასევე ძვირფასი გაკვეთილი. დრო და ყურადღება დაუთმეთ შინაგანი თვისებების განვითარებას, როგორიცაა მადლიერება, სხვისი პოზიციის გაგება.