https://sputnik-georgia.com/20230810/xaslama-sauketeso-kerzebis-camonatvalsi-moxvda-281090290.html
ქართული ხაშლამა ცხვრის ხორცისგან დამზადებული საუკეთესო კერძების ჩამონათვალში მოხვდა
ქართული ხაშლამა ცხვრის ხორცისგან დამზადებული საუკეთესო კერძების ჩამონათვალში მოხვდა
Sputnik საქართველო
TasteAtlas-ის რეიტინგის მიხედვით, 50 საუკეთესო კერძს შორის ხაშლამა მეოთხე პოზიციას იკავებს. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T11:21+0400
2023-08-10T11:21+0400
2023-08-10T17:54+0400
გემრიელი სამზარეულო
ქართული სამზარეულო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23030/47/230304702_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_26295ee9d9e6c869456e21683859a6d9.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართული ხაშლამა კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas-ის საუკეთესო კერძების ჩამონათვალში მოხვდა, როგორც ცხვრის ხორცისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.TasteAtlas-მა 50 საუკეთესო კერძის სია გამოაქვეყნა, სადაც ხაშლამა მეოთხე პოზიციას იკავებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ ხაშლამა ხორცის საუკეთესო ნაჭრებისგან მზადდება. მიჩნეულია, რომ მისი სამშობლოა კახეთი. ადგილობრივებისთვის ხაშლამა საფირმო კერძია, თუმცა ის ასევე პოპულარულია მეზობელ სომხეთში და ეს იწვევს კამათს, თუ რომელია ხაშლამის ჭეშმარიტი სამშობლო, აღნიშნულია სტატიაში.მსოფლიოს საუკეთესო ქათმის კერძები - ჩამონათვალში სამი ქართული რეცეპტი მოხვდა>>ტრადიციულად, ქართული ხაშლამა ღია ცეცხლზე მზადდება, ნელა, სანამ ხორცი იდეალურად რბილი არ გახდება. ჩვეულებრივ, მას კმაზავენ ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლითა და პილპილის მარცვლებით.„რამდენადაც ეს საკმაოდ შრომატევადი კერძია, მას, ჩვეულებრივ, განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებენ. ის ტრადიციული ქართული სუფრის ძირითადი კერძია. მოხარშული ხორცის ნაჭრები სუფრაზე ცხელი მიაქვთ, აყრიან მსხვილ მარილს და დაჭრილ ოხრახუშს“, – ნათქვამია სტატიაში.ხაჭაპურმა საუკეთესო 50 ყველიანი კერძის მსოფლიო სიაში ერთდროულად ექვსი პოზიცია დაიკავა>>საუკეთესო სამეულში მოხვდა თურქული ისკენდერ-ქაბაბი, ჩაგ-ქაბაბი და ირანული თორშ-ქაბაბი.TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანებისა და გასტრონომების შეფასების მიხედვით დგება. TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23030/47/230304702_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_858e35a8b12bca310e3efb9c4d16a793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო, ქართული სამზარეულო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გემრიელი სამზარეულო, ქართული სამზარეულო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ქართული ხაშლამა ცხვრის ხორცისგან დამზადებული საუკეთესო კერძების ჩამონათვალში მოხვდა
11:21 10.08.2023 (განახლებულია: 17:54 10.08.2023) TasteAtlas-ის რეიტინგის მიხედვით, 50 საუკეთესო კერძს შორის ხაშლამა მეოთხე პოზიციას იკავებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართული ხაშლამა კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas-ის საუკეთესო კერძების ჩამონათვალში მოხვდა, როგორც ცხვრის ხორცისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.
TasteAtlas-მა 50 საუკეთესო კერძის სია გამოაქვეყნა, სადაც ხაშლამა მეოთხე პოზიციას იკავებს.
„ქართული ხაშლამა მარტივი და ტრადიციული ხორცის კერძია კავკასიის რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი დიდ დროს მოითხოვს, მას ამზადებენ წყალში უბრალოდ მოხარშვით – ჩვეულებრივ, საქონლის, ხბოს ან ცხვრის ხორცის დიდ ნაჭრებს ხარშავენ“, – ნათქვამია TasteAtlas-ის სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხაშლამა ხორცის საუკეთესო ნაჭრებისგან მზადდება. მიჩნეულია, რომ მისი სამშობლოა კახეთი. ადგილობრივებისთვის ხაშლამა საფირმო კერძია, თუმცა ის ასევე პოპულარულია მეზობელ სომხეთში და ეს იწვევს კამათს, თუ რომელია ხაშლამის ჭეშმარიტი სამშობლო, აღნიშნულია სტატიაში.
ტრადიციულად, ქართული ხაშლამა ღია ცეცხლზე მზადდება, ნელა, სანამ ხორცი იდეალურად რბილი არ გახდება. ჩვეულებრივ, მას კმაზავენ ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლითა და პილპილის მარცვლებით.
„რამდენადაც ეს საკმაოდ შრომატევადი კერძია, მას, ჩვეულებრივ, განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებენ. ის ტრადიციული ქართული სუფრის ძირითადი კერძია. მოხარშული ხორცის ნაჭრები სუფრაზე ცხელი მიაქვთ, აყრიან მსხვილ მარილს და დაჭრილ ოხრახუშს“, – ნათქვამია სტატიაში.
საუკეთესო სამეულში მოხვდა თურქული ისკენდერ-ქაბაბი, ჩაგ-ქაბაბი და ირანული თორშ-ქაბაბი.
TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანებისა და გასტრონომების შეფასების მიხედვით დგება. TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.