ხაჭაპურმა საუკეთესო 50 ყველიანი კერძის მსოფლიო სიაში ერთდროულად ექვსი პოზიცია დაიკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliხაჭაპური
ხაჭაპური - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
გამოწერა
კულინარიულ გზამკვლელში აღწერილია, თუ რა ინგრედიენტებით მზადდება ხაჭაპური.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კულინარიულმა გზამკვლევმა TasteAtlas გამოაქვეყნა 50 საუკეთესო კერძი ყველით, სადაც ხაჭაპურმა ერთდროულად ექვსი პოზიცია დაიკავა.
TasteAtlas–ის მეშვიდე პოზიციაზეა ხაჭაპური, მე–19–ზე – მეგრული ხაჭაპური, ხოლო აჭარულ ხაჭაპურს 23–ე პოზიცია ერგო.
გურული ხაჭაპური მოხვდა 35–ე პოზიციაზე, იმერული – 39–ეზე. სვანურმა ხაჭაპურმა 43–ე პოზიცია დაიკავა.
კულინარიულ გზამკვლევში აწერილია, თუ რა ინგრედიენტებს იყენებენ ხაჭაპურის დამზადებისას.
National Geographic-მა ხაჭაპურს სტატია მიუძღვნა>>
ხაჭაპურის გარდა, 50 საუკთესო კერძს შორის მოხვდა შვეიცარიული რაკლეტი, ბერძნული საგანაკი, არგენტინული პროვოლეტა, რუსული „სირნიკი“ და სხვ.
TasteAtlas–ის რეიტინგი შედგენილია გურმანებისა და გასტრონომების შეფასებით. TasteAtlas–ის პლატფორმაზე წარმოდგენილია ათი ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელი.
ყველა ახალი ამბავი
0