https://sputnik-georgia.com/20230810/saqartvelos-moqalaqeebi-saudis-arabetsi-eleqtronuli-vizebit-sezleben-sesvlas-281096059.html
საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში ელექტრონული ვიზით შეძლებენ შესვლას
საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში ელექტრონული ვიზით შეძლებენ შესვლას
Sputnik საქართველო
ვიზის მიღება საუდის არაბეთში ჩასვლისას იქნება შესაძლებელი. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T12:33+0400
2023-08-10T12:33+0400
2023-08-10T18:13+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საუდის არაბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271313483_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_d8e18fdd2e9bf823cb47a1d4093e07a2.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში მოგზაურობას ელექტრონული ვიზებით შეძლებენ, რომელსაც მანამდე ელექტრონულად გააფორმებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.ელექტრონული ვიზა იქნება მრავალჯერადი, გამოყენების ერთწლიანი ვადით. ეს ვიზიტორებს საუდის არაბეთში ერთი წლის განმავლობაში ჯამში 90 დღით ყოფნის საშუალებას მისცემს.მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უფრო დინამიკური ურთიერთობები გვქონდეს.ტურისტული ვიზის გამოყენება არანაირი სხვა მიზნისთვის არ იქნება შესაძლებელი, მათ შორის, სწავლის მიზნით გამგზავრებისთვის.საქართველოსთან ერთად, საუდის არაბეთმა ვიზების მიღება გაამარტივა კიდევ შვიდი ქვეყნისთვის, მათ შორის, ალბანეთის, მალდივის რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის.ვიზის მიღებას საქართველოს მოქალაქეები ჩასვლისას, საზღვარზე შეძლებენ.საქართველომ და საუდის არაბეთმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი>>„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთმა 2019 წლის 27 სექტემბერს უცხოელი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები დააწესა. მანამდე ქვეყანაში მოხვედრა, გარდა დიპლომატებისა და მათი ნათესავებისთვის, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო და ბიზნეს-ვიზის მეშვეობით. ვიზებს საზღვარგარეთ საუდის არაბეთის საკონსულოები ან დიპლომატიური წარმომადგენლობები გასცემდნენ.საუდის არაბეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა>>საუდის არაბეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ არ შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის შეტანა, მაგალითად, ღორის ხორცის ან მისგან დამზადებული პროდუქტების, ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციის სარეკლამო მასალის.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271313483_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_4057ab1e1f236c607f29778926834a84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საუდის არაბეთი
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საუდის არაბეთი
საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში ელექტრონული ვიზით შეძლებენ შესვლას
12:33 10.08.2023 (განახლებულია: 18:13 10.08.2023) ვიზის მიღება საუდის არაბეთში ჩასვლისას იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში მოგზაურობას ელექტრონული ვიზებით შეძლებენ, რომელსაც მანამდე ელექტრონულად გააფორმებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ელექტრონული ვიზა იქნება მრავალჯერადი, გამოყენების ერთწლიანი ვადით. ეს ვიზიტორებს საუდის არაბეთში ერთი წლის განმავლობაში ჯამში 90 დღით ყოფნის საშუალებას მისცემს.
„საუდის არაბეთმა მიიღო გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში არა მარტო საუდის არაბეთის მოქალაქეები და რეზიდენტები შეძლებენ საქართველოში თავისუფლად შემოსვლას, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც თავისუფლად შეძლებენ საუდის არაბეთში მოგზაურობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უფრო დინამიკური ურთიერთობები გვქონდეს.
ტურისტული ვიზის გამოყენება არანაირი სხვა მიზნისთვის არ იქნება შესაძლებელი, მათ შორის, სწავლის მიზნით გამგზავრებისთვის.
საქართველოსთან ერთად, საუდის არაბეთმა ვიზების მიღება გაამარტივა კიდევ შვიდი ქვეყნისთვის, მათ შორის, ალბანეთის, მალდივის რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის.
ვიზის მიღებას საქართველოს მოქალაქეები ჩასვლისას, საზღვარზე შეძლებენ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთმა 2019 წლის 27 სექტემბერს უცხოელი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები დააწესა. მანამდე ქვეყანაში მოხვედრა, გარდა დიპლომატებისა და მათი ნათესავებისთვის, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო და ბიზნეს-ვიზის მეშვეობით. ვიზებს საზღვარგარეთ საუდის არაბეთის საკონსულოები ან დიპლომატიური წარმომადგენლობები გასცემდნენ.
საუდის არაბეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ არ შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის შეტანა, მაგალითად, ღორის ხორცის ან მისგან დამზადებული პროდუქტების, ალკოჰოლის, თამბაქოს პროდუქციის სარეკლამო მასალის.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.