https://sputnik-georgia.com/20211211/saudis-arabetma-qartveli-mezrvaurebis-sertifikatebi-ariara-262776270.html
საუდის არაბეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა
საუდის არაბეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა
Sputnik საქართველო
საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა უმრავლესობა ტანკერების მართვაში სპეციალიზდება, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა 11.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-11T11:30+0400
2021-12-11T11:30+0400
2021-12-11T11:30+0400
საზოგადოება
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1a/252136775_0:49:2048:1201_1920x0_80_0_0_dbfd4ee7acbf4279c90e99dd40bcda5c.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საუდის არაბეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა, იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, სადაც ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების აღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი.საუდის არაბეთის დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეზღვაურებს.„ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ვგეგმავთ მჭიდრო კომუნიკაციას გემთმფლობელ კომპანიებთანაც“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.სამუშაო შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საუდის არაბეთის სამეფოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში ორი ქვეყნის წარმომადგენლობების თანამშრომლობის შესაძლებლობაც, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში ერთობლივ მუშაობას და სხვა აქტივობებს.
https://sputnik-georgia.com/20210920/qartveli-mezgvaurebi-arabta-gaertianebuli-saamiroebis-plotshi-dasaqmdebian-259727105.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1a/252136775_171:0:1991:1365_1920x0_80_0_0_f91099a8654a6dcc4b9b90567aa55c0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში
საუდის არაბეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა
საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა უმრავლესობა ტანკერების მართვაში სპეციალიზდება, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საუდის არაბეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა, იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის ეროვნული სააგენტოს
პრესსამსახური.
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, სადაც ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების აღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
„დღეიდან ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ტანკერების მართვაში სპეციალიზდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
საუდის არაბეთის დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეზღვაურებს.
„ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ვგეგმავთ მჭიდრო კომუნიკაციას გემთმფლობელ კომპანიებთანაც“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
20 სექტემბერი 2021, 11:49
სამუშაო შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საუდის არაბეთის სამეფოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში ორი ქვეყნის წარმომადგენლობების თანამშრომლობის შესაძლებლობაც, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში ერთობლივ მუშაობას და სხვა აქტივობებს.