https://sputnik-georgia.com/20230810/belorusi-poloneti-281112663.html
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედროს განათავსებს
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედროს განათავსებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს კიდევ რამდენიმე ათასით გაზარდოს ჯარების რაოდენობა ბელარუსთან საზღვარზე, განუცხადა ქვეყნის... 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T16:30+0400
2023-08-10T16:30+0400
2023-08-10T21:03+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ბელარუსი
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646423_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_9571b2867d614812f75f05212d5e1be9.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს კიდევ რამდენიმე ათასით გაზარდოს ჯარების რაოდენობა ბელარუსთან საზღვარზე, განუცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Polskie Radio-ს.მისი თქმით, სამინისტრო ჯარებს „ბელარუსის საზღვართან ახლოს გადასხამს აგრესორის შესაჩერებლად“, რათა მან პოლონეთზე თავდასხმა არ გაბედოს.მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის მთავარმა კომენდანტმა ტომაშ პრაგამ ორშაბათს ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კიდევ ათასი ჯარისკაცის გადასროლა სთხოვა პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე. ამჟამად ამ საზღვარზე 2 ათასი პოლონელი ჯარისკაცი იმყოფება.მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა.თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებები გამოგონილია და ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბელარუსის საზღვართან ძალებისა და საშუალებების გაზრდა გაემართლებინა.
https://sputnik-georgia.com/20230802/belarusulma-vertmfrenebma-polonetis-sahaero-sivrce-daarrvies-280769547.html
ბელარუსი
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646423_141:0:2872:2048_1920x0_80_0_0_1a8ac7f76a05cb5241d8b4083d8e89be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ბელარუსი , პოლონეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ბელარუსი , პოლონეთი
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს კიდევ რამდენიმე ათასით გაზარდოს ჯარების რაოდენობა ბელარუსთან საზღვარზე, განუცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Polskie Radio-ს.
მისი თქმით, სამინისტრო ჯარებს „ბელარუსის საზღვართან ახლოს გადასხამს აგრესორის შესაჩერებლად“, რათა მან პოლონეთზე თავდასხმა არ გაბედოს.
„საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება: 4 ათასი უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაეხმარება, ხოლო 6 ათასი რეზერვში იქნება", — აღნიშნა ბლაშჩაკმა.
მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის მთავარმა კომენდანტმა ტომაშ პრაგამ ორშაბათს ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კიდევ ათასი ჯარისკაცის გადასროლა სთხოვა პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე. ამჟამად ამ საზღვარზე 2 ათასი პოლონელი ჯარისკაცი იმყოფება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა.
თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებები გამოგონილია და ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბელარუსის საზღვართან ძალებისა და საშუალებების გაზრდა გაემართლებინა.