მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება: პოლონეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ბელარუსის სამხედრო ვერტმფრენების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე და იმაზეც, თუ რატომ დააგვიანეს რეაგირება ინციდენტზე პოლონეთის სამსახურებმა.
ამ თემებზე რადიო RMF FM-ის ეთერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ ისაუბრა.
როგორც იაბლონსკიმ განმარტა, ბელარუსულ ვერტმფრენებთან დაკავშირებულ ინციდენტში პოლონურმა სარადარო სისტემებმა იმუშავა და ქვეყნის საჰაერო საზღვრის დარღვევის შემთხვევის შესახებ პოლონეთის მოკავშირეებსაც ეცნობა.
შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლონეთმა დაგვიანებული რეაქცია გამოავლინა სასაზღვრო ინციდენტზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება“.
ნათქვამის დასტურად მან აშშ-ის შემთხვევა მოიყვანა, როდესაც ჩინურმა სადაზვერვო ზონდებმა შტატების საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ამასთან იაბლონსკიმ დასძინა, რომ ინციდენტის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

„ჩვენ კატეგორიულად გავაპროტესტეთ [პოლონეთის] საჰაერო სივრცის დარღვევა, ასევე უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაცია, რადგან ბელარუსი ამ ომის თანამონაწილეა“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ რწმუნებულთან შეხვედრა „ძალიან ხანმოკლე იყო".

მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბელარუსის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ორი ვერტმფრენით.
თავდაპირველად ოფიციალურმა ვარშავამ უარყო საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით განმარტა, რომ სასაზღვრო ინციდენტი ქალაქ ბიალოვიეზასთან ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოხდა, რამაც სარადარო სისტემებს ვერტმფრენების აღმოჩენა გაურთულა.
ინციდენტის საპასუხოდ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გასცა ბრძანება საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდისა და დამატებითი ძალების, მათ შორის, საბრძოლო ვერტმფრენების განთავსების თაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0