შოვში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

© Ministry of Internal Affairs of Georgia საძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მეშვიდე დღეა მიმდინარეობს.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.

„ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მდინარის კალაპოტში 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს", – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის გამო არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხეც.
შოვში საძიებო სამუშაოების ძირითადი ნაწილი სპეცტექნიკის დახმარებით წარმოებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1.000 ადამიანი – მაშველები, სამხედროები, მოხალისეები; ამოქმედებულია დრონები, კინოლოგიური სამსახური.
მღებრიშვილი: მაშველები ცხედრებს მდინარის კალაპოტში ეძებენ>>
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტების შეფასებით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.
ყველა ახალი ამბავი
0