https://sputnik-georgia.com/20230808/------281052425.html
მღებრიშვილი: მაშველები ცხედრებს მდინარის კალაპოტში ეძებენ
მღებრიშვილი: მაშველები ცხედრებს მდინარის კალაპოტში ეძებენ
Sputnik საქართველო
ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოები გაფართოვდება, განაცხადა მღებრიშვილმა. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T23:59+0400
2023-08-08T23:59+0400
2023-09-14T17:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280931859_0:2:960:542_1920x0_80_0_0_64d0adf9ec9ab3f42a5a3dca529f3c55.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შოვში მეწყერის ჩამოწოლის დროს გაუჩინარდა 8 ავტომობილი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ადამიანები იმყოფებოდნენ, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით - 14-ს), მათ შორის ბავშვებს.მისივე თქმით, ხიდებზე და კალაპოტში მუშაობენ მონიტორინგის ჯგუფები, სწორედ მათ იპოვეს დღეს ცხედარი ხიდის ქვეშ.„ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.მეექვსე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას ასი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული ასრულებს საძიებო სამუშაოებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1000 ადამიანი - მაშველები, სამხედოები, მოხალისეები.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280931859_118:0:843:544_1920x0_80_0_0_5c9f7f1065d24bd236a4066857ed3103.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მღებრიშვილი: მაშველები ცხედრებს მდინარის კალაპოტში ეძებენ
23:59 08.08.2023 (განახლებულია: 17:37 14.09.2023) ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოები გაფართოვდება, განაცხადა მღებრიშვილმა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შოვში მეწყერის ჩამოწოლის დროს გაუჩინარდა 8 ავტომობილი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ადამიანები იმყოფებოდნენ, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით - 14-ს), მათ შორის ბავშვებს.
„საერთო ჯამში, 8 ავტომობილია გაუჩინარებული... მდინარის კალაპოტში შეიძლება კიდევ იყოს აღმოჩენილი ცხედარი, ამის ალბათობა დიდია. კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღმოვაჩინეთ ასევე ტანისამოსი და პირადი ნივთები და ესეც ეჭვს გვიმძაფრებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ხიდებზე და კალაპოტში მუშაობენ მონიტორინგის ჯგუფები, სწორედ მათ იპოვეს დღეს ცხედარი ხიდის ქვეშ.
„ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მეექვსე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას ასი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული ასრულებს საძიებო სამუშაოებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1000 ადამიანი - მაშველები, სამხედოები, მოხალისეები.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.