https://sputnik-georgia.com/20230809/salva-papuasvilma-politikosebi-media-da-arsamtavroboebi-sicruesi-daadanasaula-281079763.html
შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკოსები, მასმედია და არასამთავრობოები სიცრუეში დაადანაშაულა
შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკოსები, მასმედია და არასამთავრობოები სიცრუეში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
საგანგებო შტაბს კატასტროფის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში რესურსების დახარჯვა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლაზე უწევდა, განაცხადა პარლამენტის... 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T19:56+0400
2023-08-09T19:56+0400
2023-09-18T11:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603515_131:314:1532:1102_1920x0_80_0_0_7239bb387ef31c48f4da95f06768a94d.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებზე დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები და ინიციატორები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ზოგიერთი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.სპიკერის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ტრაგედიის შემდეგ მაშინვე დაიწყეს ხმამაღალი განცხადებების კეთება და მომხდარში ხელისუფლების დადანაშაულება. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ოპოზიციური მედია, რომელიც ხშირად გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.მისი თქმით, საგანგებო შტაბს კატასტროფის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უწევდა რესურსების დახარჯვა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლაზე.„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა ონლაინ გამოცემა „მთის ამბებში“ 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ასეთი სტიქიის მიზეზი მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ცვლილება გახდა. გამოცემის ვერსიით, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ დაიტია და ამიტომ ნაპირებიდან გადმოვიდა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეცვალეს და მას შემდეგ კალაპოტში სხვა ცვლილებები არ შეუტანიათ.პარლამენტის სპიკერის განცხადებას „მთის ამბებში“ გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ აპირებენ.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვალდებული არიან უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება, მით უმეტეს, კრიზისული ვითარების დროს. „მთის ამბებში“ ამტკიცებენ, რომ ახლაც მხოლოდ ამაზე არიან კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანი კი არის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა და საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603515_307:307:1368:1102_1920x0_80_0_0_3e7427e3b31150be8360e0dc478db1f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკოსები, მასმედია და არასამთავრობოები სიცრუეში დაადანაშაულა
19:56 09.08.2023 (განახლებულია: 11:54 18.09.2023) საგანგებო შტაბს კატასტროფის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში რესურსების დახარჯვა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლაზე უწევდა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებზე დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები და ინიციატორები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ზოგიერთი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.
სპიკერის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ტრაგედიის შემდეგ მაშინვე დაიწყეს ხმამაღალი განცხადებების კეთება და მომხდარში ხელისუფლების დადანაშაულება. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ოპოზიციური მედია, რომელიც ხშირად გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
„ჩვენ ფაქტობრივად გავხდით მცირე მოდელირების მოწმე, თუ რა სახის საინფორმაციო შეტევები შეიძლება განხორციელდეს ქართულ საზოგადოებაზე კრიზისული სიტუაციების დროს. ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საგანგებო შტაბს კატასტროფის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უწევდა რესურსების დახარჯვა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლაზე.
„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა ონლაინ გამოცემა „მთის ამბებში“ 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ასეთი სტიქიის მიზეზი მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ცვლილება გახდა. გამოცემის ვერსიით, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ დაიტია და ამიტომ ნაპირებიდან გადმოვიდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეცვალეს და მას შემდეგ კალაპოტში სხვა ცვლილებები არ შეუტანიათ.
„ამაზე განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის განცხადებას „მთის ამბებში“ გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ აპირებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვალდებული არიან უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება, მით უმეტეს, კრიზისული ვითარების დროს. „მთის ამბებში“ ამტკიცებენ, რომ ახლაც მხოლოდ ამაზე არიან კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანი კი არის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა და საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.