https://sputnik-georgia.com/20230809/papuasvili-sovis-tragediaze-komisiis-seqmnis-sesaxeb-281066876.html
„არასერიოზულია" - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
„არასერიოზულია" - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
Sputnik საქართველო
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით უკვე მიმდინარეობს გამოძიება. 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T15:43+0400
2023-08-09T15:43+0400
2023-08-09T20:26+0400
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:523_1920x0_80_0_0_30980c37d250f5cebb3a12ca659e7a7d.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ინიციატივა შოვის ტრაგედიის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოწმობს ოპოზიციის მოუმწიფებლობას და მის სურვილს, პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს. კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ ხელმისაწვდომია და კითხვების არსებობის შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატებს შეუძლიათ გაეცნონ მათ. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში. გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია. ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:697_1920x0_80_0_0_e3789cd1e8c73c2878d0891eb6ba7bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„არასერიოზულია" - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
15:43 09.08.2023 (განახლებულია: 20:26 09.08.2023) შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ინიციატივა შოვის ტრაგედიის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოწმობს ოპოზიციის მოუმწიფებლობას და მის სურვილს, პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას. ვხედავთ, რომ როგორც კი ნახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ეს იდეა. არასერიოზულია", – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ყველა ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ ხელმისაწვდომია და კითხვების არსებობის შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატებს შეუძლიათ გაეცნონ მათ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.