https://sputnik-georgia.com/20230808/stiqiis-zonasi-mezobeli-qveynebis-daxmareba-ar-gvwirdeboda-kobaxize-281050356.html
სტიქიის ზონაში მეზობელი ქვეყნების დახმარება არ გვჭირდებოდა - კობახიძე
სტიქიის ზონაში მეზობელი ქვეყნების დახმარება არ გვჭირდებოდა - კობახიძე
Sputnik საქართველო
მაშველებს აქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა ცოცხლების გადასარჩენად, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T21:20+0400
2023-08-08T21:20+0400
2023-08-08T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:82:761:510_1920x0_80_0_0_71defe2bab8e8ced24313e8a07ab5e02.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს სხვა ქვეყნების დახმარება არ დასჭირდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ოპოზიციონერებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ მან უარი თქვა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უნგრეთის დახმარებაზე, რომლებმაც შესთავაზეს ვერტმფრენების და მაშველების გამოგზავნა.ის ასევე გამოეხმაურა პრეტენზიებს, თითქოს ვერტმფრენები ღამის საათებშიც იმუშავებდნენ, უკეთესად რომ ყოფილიყვნენ აღჭურვილი.„ვერტმფრენთან დაკავშირებითაც ტყუილია. შუქი არ ჰქონდა ვერტმფრენსო, რომ ამბობთ, ეს, უბრალოდ, არასერიოზულია, თქვენ ისიც არ იცით, რას ნიშნავს ღამის ხედვის აპარატურა. თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს? არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.მან ასევე განუმარტა ჟურნალისტებს, რას წარმოადგენს ღამის ხედვის აპარატურა და რისთვის სჭირდება ის ვერტმფრენს.როდის მიიღებს საქართველო ახალ სამაშველო ვერტმფრენებს >>მან აღნიშნა, რომ მაშველებს აქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა ცოცხლების გადასარჩენად.„იქ იყო ყველანაირი საშუალება, რომ მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 14 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.მეექვსე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული უშუალოდ საძიებო სამუშაოებს ასრულებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1000 ადამიანი – მაშველები, სამხედოები, მოხალისეები.მთელი ტერიტორია, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დაიფარა 3-5 მეტრი სიმაღლის მდინარის მიერ ჩამოტანილი მასალით. მაშველები მუშაობენ 10 ლოკაციაზე, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს კოტეჯების უბანს, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:70:761:641_1920x0_80_0_0_252c2d5e5f03828fb017e8caea102f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ქართული ოცნება
სტიქიის ზონაში მეზობელი ქვეყნების დახმარება არ გვჭირდებოდა - კობახიძე
21:20 08.08.2023 (განახლებულია: 22:32 08.08.2023) მაშველებს აქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა ცოცხლების გადასარჩენად, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს სხვა ქვეყნების დახმარება არ დასჭირდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ოპოზიციონერებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ მან უარი თქვა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უნგრეთის დახმარებაზე, რომლებმაც შესთავაზეს ვერტმფრენების და მაშველების გამოგზავნა.
„როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და, მაგალითად, აზერბაიჯანს უთხრა უარი? სერიოზულია ახლა ამ კითხვის დასმა?“ – განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა პრეტენზიებს, თითქოს ვერტმფრენები ღამის საათებშიც იმუშავებდნენ, უკეთესად რომ ყოფილიყვნენ აღჭურვილი.
„ვერტმფრენთან დაკავშირებითაც ტყუილია. შუქი არ ჰქონდა ვერტმფრენსო, რომ ამბობთ, ეს, უბრალოდ, არასერიოზულია, თქვენ ისიც არ იცით, რას ნიშნავს ღამის ხედვის აპარატურა. თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს? არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე განუმარტა ჟურნალისტებს, რას წარმოადგენს ღამის ხედვის აპარატურა და რისთვის სჭირდება ის ვერტმფრენს.
„რაც შეეხება ღამის ხედვის აპარატურას, მისი ამოცანა არ არის უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება. ისეთივე საფრთხის შემცველია ღამის ხედვის აპარატურით ვერტმფრენის ფრენა იმ არეალში, როგორც იქნებოდა ამის გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ მაშველებს აქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა ცოცხლების გადასარჩენად.
„იქ იყო ყველანაირი საშუალება, რომ მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 14 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.
მეექვსე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული უშუალოდ საძიებო სამუშაოებს ასრულებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1000 ადამიანი – მაშველები, სამხედოები, მოხალისეები.
მთელი ტერიტორია, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დაიფარა 3-5 მეტრი სიმაღლის მდინარის მიერ ჩამოტანილი მასალით. მაშველები მუშაობენ 10 ლოკაციაზე, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს კოტეჯების უბანს, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.