https://sputnik-georgia.com/20230808/sabotajia-papuasvilma-geologebi-arasamtavroboebi-masmedia-tyuilsi-daadanasaula-281041766.html
„ეს საბოტაჟია“ - პაპუაშვილმა გეოლოგები, არასამთავრობოები და მასმედია ტყუილში დაადანაშაულა
„ეს საბოტაჟია“ - პაპუაშვილმა გეოლოგები, არასამთავრობოები და მასმედია ტყუილში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ფსევდოექსპერტები ცრუ ინფორმაციებით მოსახლეობაში პანიკას თესდნენ. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T16:53+0400
2023-08-08T16:53+0400
2023-08-08T21:05+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:193:2048:1346_1920x0_80_0_0_0f76820d3abddff7a3c334aa4d6080b1.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟი უწოდა ცრუ ინფორმაციების გავრცელებას შოვში დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებზე, რომლის შედეგად სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა.შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე თანამგზავრით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ შოვიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდინარე ბუბას კალაპოტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ანუ დაიწყო მეწყრული პროცესები. ამის თაობაზე წერდა ასევე საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბები“, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სხვა მდინარის ძველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მეწყერთან არანაირი კავშირი არა აქვს.მისი თქმით, შოვის მოვლენებზე ხდებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მაშინ, როდესაც საჭირო იყო მობილიზება და მხოლოდ შემოწმებული ცნობების გავრცელება.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თეა გოდოლაძე პანიკას თესდა მოსახლეობაში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.„აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც თეა გოდოლაძე ამბობდა. ის ამბობდა, რომ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში, კიდევ „მთის ამბები“ ამბობდა, თითქოს ორი დღე წყალი არ მოდიოდა ბუბის ხეობაში ან დაკლებული იყო. ეს იყო ტყუილი, რაც მეცნიერულად დასტურდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.პაპუაშვილის თქმით, მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, რათა მათ მოეხსნათ გამოქვეყნებული მდინარე დღვიორას გარემოს ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ფოტო, რომელიც უფრო ქვევით და სხვა მხარეს მიედინება.„იქ საერთოდ არაფერი მომხდარა, არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან. ეს არის გლოლასთან. გასაგებია, რომ ხალხმა არ იცის გეოლოგია, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.„მაქსიმუმს ვაკეთებთ“ – პრემიერი შოვში დაღუპულთა საძიებო სამუშაოებზე>>ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.შესაძლებელი იყო თუ არა მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ევაკუაცია? ჰიდროლოგის განმარტება>>მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_820d2e9bd00dddfb5553fe58393c449f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში
„ეს საბოტაჟია“ - პაპუაშვილმა გეოლოგები, არასამთავრობოები და მასმედია ტყუილში დაადანაშაულა
16:53 08.08.2023 (განახლებულია: 21:05 08.08.2023) პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ფსევდოექსპერტები ცრუ ინფორმაციებით მოსახლეობაში პანიკას თესდნენ.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟი უწოდა ცრუ ინფორმაციების გავრცელებას შოვში დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებზე, რომლის შედეგად სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა.
შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე თანამგზავრით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ შოვიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდინარე ბუბას კალაპოტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ანუ დაიწყო მეწყრული პროცესები. ამის თაობაზე წერდა ასევე საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბები“, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სხვა მდინარის ძველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მეწყერთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„კრიზისის დროს ტყუილების გავრცელება ჩვეულებრივი საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. წინასწარმა დასკვნამ ზუსტადაც თქვა, რომ მდინარეში არანაირი წყლის კლება არ ყოფილა და ღია ტბის დაგუბება არ ხდებოდა. მათ შორის, სხვა ექსპერტების მხრიდანაც დადასტურდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შოვის მოვლენებზე ხდებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მაშინ, როდესაც საჭირო იყო მობილიზება და მხოლოდ შემოწმებული ცნობების გავრცელება.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თეა გოდოლაძე პანიკას თესდა მოსახლეობაში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
„აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც თეა გოდოლაძე ამბობდა. ის ამბობდა, რომ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში, კიდევ „მთის ამბები“ ამბობდა, თითქოს ორი დღე წყალი არ მოდიოდა ბუბის ხეობაში ან დაკლებული იყო. ეს იყო ტყუილი, რაც მეცნიერულად დასტურდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით, მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, რათა მათ მოეხსნათ გამოქვეყნებული მდინარე დღვიორას გარემოს ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ფოტო, რომელიც უფრო ქვევით და სხვა მხარეს მიედინება.
„იქ საერთოდ არაფერი მომხდარა, არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან. ეს არის გლოლასთან. გასაგებია, რომ ხალხმა არ იცის გეოლოგია, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.