https://sputnik-georgia.com/20230808/---------281023879.html
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანების ერთგული რჩება
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანების ერთგული რჩება
Sputnik საქართველო
2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T13:57+0400
2023-08-08T13:57+0400
2023-09-14T17:32+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791516_0:108:1280:829_1920x0_80_0_0_c8a587ba03590f2a5019f6e351d7d004.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და გაერთიანების ერთგული რჩება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მიზანი უახლოეს მომავალში რეალობად იქცეს, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში. საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად ამ დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო – საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის და ეს ამოძრავებს ქვეყნის ხელისუფლებას, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. „და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად", – დაწერა ღარიბაშვილმა. საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ>>>აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791516_0:0:1280:961_1920x0_80_0_0_374b1a8a77c09a2d0d54ec4e7e1ed56e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანების ერთგული რჩება
13:57 08.08.2023 (განახლებულია: 17:32 14.09.2023) 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 15 წელი გავიდა.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და გაერთიანების ერთგული რჩება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მიზანი უახლოეს მომავალში რეალობად იქცეს, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად ამ დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება", – დაწერა ღარიბაშვილმა.
მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო – საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის და ეს ამოძრავებს ქვეყნის ხელისუფლებას, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად", – დაწერა ღარიბაშვილმა.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.