https://sputnik-georgia.com/20230808/-2008------281022552.html
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში გამოცხადებულია გლოვის დღე – ყველა სამთავრობო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T11:52+0400
2023-08-08T11:52+0400
2023-09-14T17:26+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269270063_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_77aef5bbab6e9f099b5bbcc2dae9577c.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. მეორე დღეა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები იხსენებენ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.თბილისში მუხათგვერდის სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ასვენია, მთავარი ადგილი გახდა, სადაც დილიდან მოდიან პოლიტიკოსები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ორი მიმართულებიდან შემოიყვანა ჯარი და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა.საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269270063_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_124b04d9e3c7938fa5fdf4d8fa65306f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ
11:52 08.08.2023 (განახლებულია: 17:26 14.09.2023) საქართველოში გამოცხადებულია გლოვის დღე – ყველა სამთავრობო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. მეორე დღეა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები იხსენებენ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თბილისში მუხათგვერდის სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ასვენია, მთავარი ადგილი გახდა, სადაც დილიდან მოდიან პოლიტიკოსები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ორი მიმართულებიდან შემოიყვანა ჯარი და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.