https://sputnik-georgia.com/20230808/----------281016355.html
ოდიშარია: სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ ცრუ განცხადებები ვრცელდება
ოდიშარია: სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ ცრუ განცხადებები ვრცელდება
Sputnik საქართველო
უზნეობამ კახა კალაძის მიმართ ყველა ზღვარს გადააჭარბა, განაცხადა დეპუტატმა. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T09:45+0400
2023-08-08T09:45+0400
2023-08-08T16:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქართული ოცნება
კახა კალაძე
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/50/245835029_0:45:3000:1733_1920x0_80_0_0_dd78083195c167cdc35c18134ae45008.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელების სახელით ცრუ კომენტარები შოვში მეწყრის ჩამოწოლის პირველივე წუთებიდან ვრცელდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.მისი თქმით, სოციალურ ქსელებში „ქართული ოცნების“ ლიდერების ფეიკ-გვერდები შეიქმნა.„საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ოდიშარიამ.დეპუტატმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.„ეს ფეიკია“ - მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გაყალბებაზე >>„ისეთი მძიმე სიტუაციაა, შეიძლება ადამიანს მართლა ენა გადაეყლაპოს და სიტყვა ვერ იპოვოს. ისეთი განცდებია, როგორსაც მტერსაც კი არ ვუსურვებ“, – განაცხადა ოდიშარიამ.დეპუტატი ასევე შეეხო ჭორებს იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისი ოჯახი შოვიდან მეწყრის ჩამოსვლამდე ერთი საათით ადრე ვერტმფრენით გაიყვანა.შოვში მომხდარი ტრაგედიიდან მეხუთე დღეს თბილისის მერის ნებართვით ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ შოვს კალაძის შვილები ავტომობილებით ტრაგიკულ მოვლენებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიგარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/50/245835029_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_3171d5f4e28e193d6d96a04e9bfbe1b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , კახა კალაძე , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , კახა კალაძე , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, პოლიტიკა საქართველოში
ოდიშარია: სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ ცრუ განცხადებები ვრცელდება
09:45 08.08.2023 (განახლებულია: 16:13 08.08.2023) უზნეობამ კახა კალაძის მიმართ ყველა ზღვარს გადააჭარბა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელების სახელით ცრუ კომენტარები შოვში მეწყრის ჩამოწოლის პირველივე წუთებიდან ვრცელდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„პირველივე წუთებიდან ჩვენი მაშველები, პოლიციელები, ჯარი, მთავრობა, პარტიის ხელმძღვანელობა, პარლამენტი, ქართული საზოგადოება დარაზმული როცა იყო და ერთიანი ძალებით უტევდნენ ამ გამოწვევას, ამ დროს ადამიანებმა მოახერხეს და სიძულვილის შემცველი ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს“, – განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში „ქართული ოცნების“ ლიდერების ფეიკ-გვერდები შეიქმნა.
„საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ოდიშარიამ.
დეპუტატმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
„ისეთი მძიმე სიტუაციაა, შეიძლება ადამიანს მართლა ენა გადაეყლაპოს და სიტყვა ვერ იპოვოს. ისეთი განცდებია, როგორსაც მტერსაც კი არ ვუსურვებ“, – განაცხადა ოდიშარიამ.
დეპუტატი ასევე შეეხო ჭორებს იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისი ოჯახი შოვიდან მეწყრის ჩამოსვლამდე ერთი საათით ადრე ვერტმფრენით გაიყვანა.
„კახა კალაძის მიმართ უზნეობამ აპოთეოზს მიაღწია და მადლობა ღმერთს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართველმა ხალხმა იხილა, როგორ მოხდა კალაძის ოჯახის გამოსვლა სტიქიის ადგილიდან, გაცილებით ადრე, ვიდრე სტიქია მოხდა და, რაც მთავარია, საკუთარი ტრანსპორტით“, – განაცხადა ოდიშარიამ.
შოვში მომხდარი ტრაგედიიდან მეხუთე დღეს თბილისის მერის ნებართვით ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ შოვს კალაძის შვილები ავტომობილებით ტრაგიკულ მოვლენებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.
სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.