https://sputnik-georgia.com/20230807/es-feikia-mamuka-mdinaraze-qartuli-ocnebis-liderebis-gancxadebebis-gayalbebaze-281012461.html
„ეს ფეიკია“ - მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გაყალბებაზე
„ეს ფეიკია“ - მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გაყალბებაზე
Sputnik საქართველო
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე მსგავსი სიცრუის ტირაჟირება ამაზრზენია, განაცხადა პოლიტიკოსმა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T20:15+0400
2023-08-07T20:15+0400
2023-09-14T16:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b797ffd064b3e2ffa994ad4dd50511bd.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თითქოსდა პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებების გავრცელებისგან.ფაქტების გადამოწმებით დაკავებული ქართული პორტალის „მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ანონიმურმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა რამდენიმე ცრუ ციტატა, რომელიც თითქოსდა ეკუთვნოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პარტიის გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს, სადაც ისინი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობენ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და მის მსხვერპლებზე.მდინარაძის თქმით, ბოლო დროს სოციალური ქსელი გაივსო „მოგონილი ამბებით“ ბევრ პოლიტიკოსზე, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ლიდერებზე – კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე.„ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ, მორალი აძლევთ იმის საშუალებას, დასხდნენ და განცხადებები საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ, ისეთ განცხადებებს ავრცელებენ და აყალბებენ. ამით აბრაზებენ საზოგადოებას. სამწუხაროდ, შემდეგ ვიღაცები იჯერებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.კალაძის შვილებმა კურორტი შოვი დამანგრეველ სტიქიამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დატოვეს >>სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული სპეცტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიგარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_25:0:924:674_1920x0_80_0_0_af6f83a0818c3008a8f9d8745f00bd66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები
„ეს ფეიკია“ - მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გაყალბებაზე
20:15 07.08.2023 (განახლებულია: 16:49 14.09.2023) რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე მსგავსი სიცრუის ტირაჟირება ამაზრზენია, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თითქოსდა პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებების გავრცელებისგან.
ფაქტების გადამოწმებით დაკავებული ქართული პორტალის „მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ანონიმურმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა რამდენიმე ცრუ ციტატა, რომელიც თითქოსდა ეკუთვნოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პარტიის გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს, სადაც ისინი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობენ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და მის მსხვერპლებზე.
„გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისათვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ... მოვუწოდებ ყველას, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ გაერთიანება და არავის არაფერი დააბრალონ. ამაზრზენია, როცა სიცრუის ტირაჟირებასაც კი არ ერიდებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ბოლო დროს სოციალური ქსელი გაივსო „მოგონილი ამბებით“ ბევრ პოლიტიკოსზე, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ლიდერებზე – კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე.
„ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ, მორალი აძლევთ იმის საშუალებას, დასხდნენ და განცხადებები საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ, ისეთ განცხადებებს ავრცელებენ და აყალბებენ. ამით აბრაზებენ საზოგადოებას. სამწუხაროდ, შემდეგ ვიღაცები იჯერებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული სპეცტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.