ტაჯიკეთის პრეზიდენტმა შოვის ტრაგედიის გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა

© AP Photo / Ministry of Internal Affairs of Georgia ტრაგედია შოვში. მაშველები
ტრაგედია შოვში. მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა ქართველ კოლეგას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამძიმარი გამოუცხადა კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, იუწყება „Sputnik-ტაჯიკეთი“ სახელმწიფო მეთაურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა ხიდები და შოვის შესასვლელი გზა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის ევაკუაცია, მიმდინარეობს 16 დაკარგული მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების საძიებო სამუშაოები.

„ტაჯიკეთის მოქალაქეები ქართველ ხალხს სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებენ. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", – ნათქვამია ემომალი რახმანის სამძიმრის წერილში.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
შოვში ნაპოვნი 18 გარდაცვლილიდან 14 იდენტიფიცირებულია>>
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0