შოვში ნაპოვნი 18 გარდაცვლილიდან 14 იდენტიფიცირებულია

© AFP 2024 / GIORGI ARJEVANIDZEსაძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
სამაშველო ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 18 ადამიანის ცხედრიდან 14 იდენტიფიცირებულია, ხოლო 16 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისათვის 18 ცხედარია ნაპოვნი. უწყვეტად გრძელდება დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. გარდაცვლილებს შორის უცხოელებიც არიან. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
სტიქიის ეპიცენტრი კოტეჯების ტერიტორიაა, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს.
ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>
სამაშველო ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის ძალები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
ტრაგედია შოვში: სამაშველო ოპერაციის არეალი გაფართოვდა>>
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0