https://sputnik-georgia.com/20230807/ra-gaketda-saqartvelosi-garemos-dacvis-kutxit-2018-wlis-semdeg-ministris-pasuxi-281012108.html
რა გაკეთდა საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით 2018 წლის შემდეგ - მინისტრის პასუხი
რა გაკეთდა საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით 2018 წლის შემდეგ - მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა 20 მეწყრულ უბანში დგას, განმარტა მინისტრმა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T19:52+0400
2023-08-07T19:52+0400
2023-08-07T22:29+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
საქართველოს რეგიონები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/61/248546100_0:155:2048:1307_1920x0_80_0_0_296f7896bd837aec3d40e2b2e28d9604.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველომ 2018 წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა გეოლოგიური საფრთხეების შესწავლასთან დაკავშირებით – დამონტაჟდა 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ამოქმედდა სამი თანამედროვე რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური თვალსაზრისით მთელ ქვეყანას ფარავს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.შოვში მომაკვდინებელი მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას სათანადო მონიტორინგის სისტემისა და აღჭურვილობის არარსებობაში ადანაშაულებს. ოპონენტებმა გაიხსენეს დავითაშვილის განცხადება, რომელიც 2018 წელს მაღალმთიანი სვანეთის სოფელ ჭუბერში მომხდარი წყალდიდობის დროს გააკეთა. მაშინ დავითაშვილმა, მაშინდელმა გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა: „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“.მინისტრის თქმით, დამონტაჟებულია 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რომელიც მდინარეებში წყლის მატებას აჩვენებს. შეფასებულია 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის უფრო მეტი სისტემა დგას.დავითაშვილის თქმით, ის, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ამ კუთხით ქვეყანაში 2018 წლის შემდეგ.რესურსების პრობლემა არ არის – დავითაშვილი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე >>მისი თქმით, საქართველომ „კლიმატის მწვანე ფონდთან“ ერთად აამოქმედა პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას ითვალისწინებს. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა, აღნიშნა მან.გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ მოიკოჭლებდა, განაცხადა მინისტრმა.მისი თქმით, ადრე შოვში მსგავსი პროცესები არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ასეთი ტრაგედიის გათვლაც შეუძლებელი იყო.„ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა... ასევე საქართველოში შევიძინეთ ორი თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია“, – აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, 11 მდინარის აუზში ჩატარდა ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე შედგენილია რუკები.„ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე“, – აღნიშნა დავითაშვილმა.მინისტრმა ამორალური უწოდა ადამიანურ მსხვერპლთან დაკავშირებული თემებით სპეკულირებას.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.შოვში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზებიგარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/61/248546100_119:121:1760:1352_1920x0_80_0_0_274fcbabb46028204da6d34fd6735a71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საქართველო, საქართველოს რეგიონები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საქართველო, საქართველოს რეგიონები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რა გაკეთდა საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით 2018 წლის შემდეგ - მინისტრის პასუხი
19:52 07.08.2023 (განახლებულია: 22:29 07.08.2023) სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა 20 მეწყრულ უბანში დგას, განმარტა მინისტრმა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველომ 2018 წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა გეოლოგიური საფრთხეების შესწავლასთან დაკავშირებით – დამონტაჟდა 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ამოქმედდა სამი თანამედროვე რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური თვალსაზრისით მთელ ქვეყანას ფარავს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
შოვში მომაკვდინებელი მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას სათანადო მონიტორინგის სისტემისა და აღჭურვილობის არარსებობაში ადანაშაულებს. ოპონენტებმა გაიხსენეს დავითაშვილის განცხადება, რომელიც 2018 წელს მაღალმთიანი სვანეთის სოფელ ჭუბერში მომხდარი წყალდიდობის დროს გააკეთა. მაშინ დავითაშვილმა, მაშინდელმა გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა: „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“.
მინისტრის თქმით, დამონტაჟებულია 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რომელიც მდინარეებში წყლის მატებას აჩვენებს. შეფასებულია 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის უფრო მეტი სისტემა დგას.
„ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა უკეთესი მონიტორინგი ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების. ესეც გახდა სპეკულირების საგანი და ალბათ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, ის, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ამ კუთხით ქვეყანაში 2018 წლის შემდეგ.
მისი თქმით, საქართველომ „კლიმატის მწვანე ფონდთან“ ერთად აამოქმედა პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას ითვალისწინებს. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა, აღნიშნა მან.
გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ მოიკოჭლებდა, განაცხადა მინისტრმა.
„არცერთი მონიტორინგის სადგური არ დაგვხვდა. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ადრე შოვში მსგავსი პროცესები არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ასეთი ტრაგედიის გათვლაც შეუძლებელი იყო.
„ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა... ასევე საქართველოში შევიძინეთ ორი თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, 11 მდინარის აუზში ჩატარდა ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე შედგენილია რუკები.
„ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრმა ამორალური უწოდა ადამიანურ მსხვერპლთან დაკავშირებული თემებით სპეკულირებას.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.