https://sputnik-georgia.com/20230807/davitasvili-stiqiis-zonasi-vitarebaze-resursebis-problema-ar-aris-281007112.html
რესურსების პრობლემა არ არის - დავითაშვილი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე
რესურსების პრობლემა არ არის - დავითაშვილი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე
Sputnik საქართველო
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ მაშველები და სამხედროები, მობილიზებულია სპეცტექნიკა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T18:19+0400
2023-08-07T18:19+0400
2023-09-14T16:47+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ლევან დავითაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959306_0:53:1041:638_1920x0_80_0_0_52e2f17b360d1c9bc223e8e6c0c7c6a2.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. შოვის ტრაგედიის ლიკვიდაციაში, სადაც რამდენიმე დღის წინ გამანადგურებელი მეწყერი ჩამოწვა, ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული, ქვეყანას რესურსებთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.თუმცა, მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე და მისი თავიდან არიდება შეუძლებელია.„ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურების პრევენციის და აღკვეთის მიმართ“, – განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, სამხედრო მოსამსახურეები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. ასევე სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.კატეგორიულად მიღებელია: შამუგია შოვის ტრაგედიის თაობაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებზე>>გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, მეწყრულმა ნაკადმა შოვის კოტეჯებამდე 8–10 წუთში მიაღწია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>დასკვნა შეადგინეს რამდენიმე პარამეტრის საფუძველზე, მათ შორის, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე ისტორიული და თანამედროვე დაკვირვების მონაცემების შესწავლით.უფრო ადრე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959306_58:0:981:692_1920x0_80_0_0_80fccad973229ab0ed0f4a23114bab8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ლევან დავითაშვილი
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ლევან დავითაშვილი
რესურსების პრობლემა არ არის - დავითაშვილი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე
18:19 07.08.2023 (განახლებულია: 16:47 14.09.2023) სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ მაშველები და სამხედროები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. შოვის ტრაგედიის ლიკვიდაციაში, სადაც რამდენიმე დღის წინ გამანადგურებელი მეწყერი ჩამოწვა, ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული, ქვეყანას რესურსებთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
„იცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული, მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ აქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
თუმცა, მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე და მისი თავიდან არიდება შეუძლებელია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურების პრევენციის და აღკვეთის მიმართ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, სამხედრო მოსამსახურეები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. ასევე სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, მეწყრულმა ნაკადმა შოვის კოტეჯებამდე 8–10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შეადგინეს რამდენიმე პარამეტრის საფუძველზე, მათ შორის, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე ისტორიული და თანამედროვე დაკვირვების მონაცემების შესწავლით.
უფრო ადრე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის.