https://sputnik-georgia.com/20230807/--------281014459.html
შოვში აქტიური საძიებო სამუშაოები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება
შოვში აქტიური საძიებო სამუშაოები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის მობილიზებულია 100 ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა რვა პრიორიტეტულ ლოკაციაზე მუშაობს, განმარტა მინისტრმა 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T22:42+0400
2023-08-07T22:42+0400
2023-08-08T08:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280929886_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_76651862890176d385053a2ecc147036.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეხუთე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას ასი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული ასრულებს საძიებო სამუშაოებს რვა პრიორიტეტულ ლოკაციაზე, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.მისი თქმით, მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით.მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც გუშინვე იქნა მიღწეული. ქარსელაძის განცხადებით, ტექნიკა ამ მდებარეობაზე გადაყვანილია და სამუშაოები გუშინვე დაიწყო.„ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ძალიან მძიმე სამუშაო პირობები, რომელიც თვითონ მასის შემადგენლობიდან გამომდინარეობს. მიწა დამუშავებას ძალიან რთულად ექვემდებარება. გამომდინარე დიდი არეალისგან, ადგილი პრიორიტეტებად არის დაყოფილი, მაგალითად, ზედა ხიდის აღდგენა უკიდურესად კრიტიკული იყო, რადგან ამის შემდეგ ეპიცენტრში ტექნიკის გადაადგილება შესაძლებელი გახდებოდა“, - განაცხადა ქარსელაძემ.გარდა ამისა, ამოცანად იყო დასახული ალტერნატიული გზის გაჭრა, რითიც შესაძლებელი იქნებოდა სტიქიის ზონის პერიმეტრზე, ქვედა მხრიდან მიახლოება, რაც ასევე შესრულდა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები გრძელდება და დამატებითი, გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.„ყველა ვხედავდით, რამდენად ტრაგიკულ, მძიმე და ძალიან რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიგარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280929886_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_cffeb7a32a47d3f9e447174609919c11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს მთავრობა
შოვში აქტიური საძიებო სამუშაოები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება
22:42 07.08.2023 (განახლებულია: 08:16 08.08.2023) ამ დროისთვის მობილიზებულია 100 ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა რვა პრიორიტეტულ ლოკაციაზე მუშაობს, განმარტა მინისტრმა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეხუთე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას ასი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული ასრულებს საძიებო სამუშაოებს რვა პრიორიტეტულ ლოკაციაზე, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, მეხუთე დღეა, აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში რვა პრიორიტეტულ მდებარეობაზე“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით.
მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც გუშინვე იქნა მიღწეული. ქარსელაძის განცხადებით, ტექნიკა ამ მდებარეობაზე გადაყვანილია და სამუშაოები გუშინვე დაიწყო.
„ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ძალიან მძიმე სამუშაო პირობები, რომელიც თვითონ მასის შემადგენლობიდან გამომდინარეობს. მიწა დამუშავებას ძალიან რთულად ექვემდებარება. გამომდინარე დიდი არეალისგან, ადგილი პრიორიტეტებად არის დაყოფილი, მაგალითად, ზედა ხიდის აღდგენა უკიდურესად კრიტიკული იყო, რადგან ამის შემდეგ ეპიცენტრში ტექნიკის გადაადგილება შესაძლებელი გახდებოდა“, - განაცხადა ქარსელაძემ.
გარდა ამისა, ამოცანად იყო დასახული ალტერნატიული გზის გაჭრა, რითიც შესაძლებელი იქნებოდა სტიქიის ზონის პერიმეტრზე, ქვედა მხრიდან მიახლოება, რაც ასევე შესრულდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები გრძელდება და დამატებითი, გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.
„ყველა ვხედავდით, რამდენად ტრაგიკულ, მძიმე და ძალიან რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.
სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.