https://sputnik-georgia.com/20230806/ra-moxda-sovsi-eqspertebi-daskvnas-dres-dadeben-280969093.html
რა მოხდა შოვში - ექსპერტები დასკვნას დღეს დადებენ
რა მოხდა შოვში - ექსპერტები დასკვნას დღეს დადებენ
Sputnik საქართველო
დასკვნა კონკრეტულ მონაცემებს დაეყრდნობა და მომხდარის სრულ სურათს წარმოაჩენს, ამტკიცებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T10:00+0400
2023-08-06T10:00+0400
2023-08-06T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოს მთავრობა
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951852_319:450:1411:1064_1920x0_80_0_0_49a0732ed0c0a83e052c257f3293db98.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ექსპერტები დღეს წარმოადგენენ ოფიციალურ დასკვნას მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდნენ შოვში მომხდარ ტრაგედიას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 19 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ.მისი თქმით, დასკვნა კონკრეტულ მონაცემებს დაეყრდნობა და მომხდარის სრულ სურათს წარმოაჩენს.„ეს იქნება დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ემყარება, მაგრამ ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა თანდილაშვილმა.სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ, აღნიშნა მან.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951852_355:344:1315:1064_1920x0_80_0_0_2878ddd232718bf57629bb76e52164e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობა , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობა , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები
რა მოხდა შოვში - ექსპერტები დასკვნას დღეს დადებენ
დასკვნა კონკრეტულ მონაცემებს დაეყრდნობა და მომხდარის სრულ სურათს წარმოაჩენს, ამტკიცებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ექსპერტები დღეს წარმოადგენენ ოფიციალურ დასკვნას მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდნენ შოვში მომხდარ ტრაგედიას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 19 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა 6 ჯგუფი მუშაობს ადგილზე - გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები და რა თქმა უნდა, ნაწილი ჯგუფისა ადგილზე ვიმყოფებით და ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან ხეობიდან მოდის. ვამუშავებთ, მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა ინფორმაციას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხეობაში განვითარდა, იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როცა ასეთი მაღალია ემოციური ფონი, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, დასკვნა კონკრეტულ მონაცემებს დაეყრდნობა და მომხდარის სრულ სურათს წარმოაჩენს.
„ეს იქნება დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ემყარება, მაგრამ ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ, აღნიშნა მან.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.