https://sputnik-georgia.com/20230806/------280976851.html
ტრაგედია შოვში: ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევს
ტრაგედია შოვში: ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევს
Sputnik საქართველო
ხელისუფლებას აბრალებენ იმ კოტეჯებზე სამშენებლო ნებართვების გაცემას, რომლებიც იქ 60-იანი წლებიდან დგას, განაცხადა მდინარაძემ 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T14:26+0400
2023-08-06T14:26+0400
2023-08-06T14:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_3da47c8d42f2f1d2e8b749e86fab2494.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას, შოვში სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის პარალელურად დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევს, რამაც სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციურ ტელევიზიებში კამპანიის სახე მიიღო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარძემ.კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია, ხოლო 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი.მისი თქმით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმ კოტეჯებზე სამშენებლო ნებართვების გაცემაში, რომლებიც იქ 60-იანი წლებიდან დგას, ხან ვერტმფრენების არარსებობაში.„არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა, როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ რა ამოცანებიც დაისვა, მაქსიმუმი გაკეთდა.რა მოხდა შოვში - ექსპერტები დასკვნას დღეს დადებენ >>მდინარაძემ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ იცოდა რაჭაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ რეაგირება არ მოახდინა.დღეს თუ რამის გაკეთება შეიძლება, აკეთებენ მაშველები, პოლიციელები, სამხედროები, რომლებიც ნამდვილი გმირები არიან, აღნიშნა მდინარაძემ.„ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_166:0:1881:1286_1920x0_80_0_0_7f5e9962e9c1d28da02eed8c8c3dc654.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ქართული ოცნება
ტრაგედია შოვში: ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევს
ხელისუფლებას აბრალებენ იმ კოტეჯებზე სამშენებლო ნებართვების გაცემას, რომლებიც იქ 60-იანი წლებიდან დგას, განაცხადა მდინარაძემ
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას, შოვში სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის პარალელურად დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევს, რამაც სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციურ ტელევიზიებში კამპანიის სახე მიიღო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარძემ.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია, ხოლო 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
„ყოველ დღე, დღეში 3-4-ჯერ სხვადასხვა ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა - სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია სხვანაირი შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმ კოტეჯებზე სამშენებლო ნებართვების გაცემაში, რომლებიც იქ 60-იანი წლებიდან დგას, ხან ვერტმფრენების არარსებობაში.
„არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა, როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ რა ამოცანებიც დაისვა, მაქსიმუმი გაკეთდა.
მდინარაძემ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ იცოდა რაჭაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ რეაგირება არ მოახდინა.
დღეს თუ რამის გაკეთება შეიძლება, აკეთებენ მაშველები, პოლიციელები, სამხედროები, რომლებიც ნამდვილი გმირები არიან, აღნიშნა მდინარაძემ.
„ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.