https://sputnik-georgia.com/20230805/azarasvili-sovsi-stiqiis-zonasi-dakargulta-soris-bavsvebic-arian-280966164.html
აზარაშვილი: შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან
აზარაშვილი: შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან
Sputnik საქართველო
კურორტ შოვში მაშველები 18 ადამიანს მესამე დღეა ეძებენ. 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T22:09+0400
2023-08-05T22:09+0400
2023-08-06T02:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280964683_3:206:1459:1025_1920x0_80_0_0_21bdb694fb460281335145ffdf079b15.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რაჭაში დაკარგულ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ეძებენ, ბავშვებიც არიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა 17 ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.მინისტრის განმარტებით, ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია.„ერთ-ერთი (ეტაპი - რედ.) დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს, ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრმაამასთან, მისივე თქმით, სტიქიის ზონაში რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები და სხვადასხვა პროფილის ექიმები.„ექიმები დაკარგულების ოჯახებთან მორიგეობენ მთელი დღე-ღამის განმავლობაში და იქ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა აზარაშვილმა.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280964683_210:180:1391:1066_1920x0_80_0_0_bb46e1af8cacb6cd44eae746c15f2990.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აზარაშვილი: შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან
22:09 05.08.2023 (განახლებულია: 02:09 06.08.2023) კურორტ შოვში მაშველები 18 ადამიანს მესამე დღეა ეძებენ.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რაჭაში დაკარგულ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ეძებენ, ბავშვებიც არიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა 17 ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
„დაკარგულებს შორის არის 7 თუ 8 ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია.
„ერთ-ერთი (ეტაპი - რედ.) დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს, ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრმა
ამასთან, მისივე თქმით, სტიქიის ზონაში რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები და სხვადასხვა პროფილის ექიმები.
„ექიმები დაკარგულების ოჯახებთან მორიგეობენ მთელი დღე-ღამის განმავლობაში და იქ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.