https://sputnik-georgia.com/20230805/----16---280960686.html
ტრაგედია შოვში: დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ტრაგედია შოვში: დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T19:45+0400
2023-08-05T19:45+0400
2023-08-05T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959303_0:53:1041:638_1920x0_80_0_0_1702d58c3817ee189a7442d08058aad7.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 16 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, ხუთი მათგანი დღეს იპოვეს. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას, ნათქვამია განცხადებაში.სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია, აღნიშნულია ინფორმაციაში.შსს მოუწოდებს მოსახლეობას, ყველა სახის ინფორმაცია გადაამოწმოს ცხელ ხაზზე ან დარეკოს „112“-ზე.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959303_58:87:864:692_1920x0_80_0_0_0599460a564e818116d22688d79967f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ტრაგედია შოვში: დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
19:45 05.08.2023 (განახლებულია: 21:07 05.08.2023) ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 16 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, ხუთი მათგანი დღეს იპოვეს. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას, ნათქვამია
განცხადებაში.
სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია, აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს მოუწოდებს მოსახლეობას, ყველა სახის ინფორმაცია გადაამოწმოს ცხელ ხაზზე ან დარეკოს „112“-ზე.
„თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას, მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.