https://sputnik-georgia.com/20230805/--------280947478.html
ტრაგედია შოვში: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეებს აფრთხილებს
ტრაგედია შოვში: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
სოციალოურ ქსელში მოქალაქეები, რომლებსაც დრონები აქვთ და გააჩნიათ მათი მართვის გამოცდილება, გამოთქვამენ სურვილს, გაემგზავრონ სტიქიის ზონაში. 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T11:53+0400
2023-08-05T11:53+0400
2023-08-05T11:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939184_0:192:2049:1344_1920x0_80_0_0_66ad6a65e9af8282695857cd0fe754de.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, შოვში, სტიქიის ზონაში დრონები თვითნებურად არ გამოყენონ.შოვში, სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა დღეს დილიდან განაახლა, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სოციალოურ ქსელში მოქალაქეები, რომლებსაც დრონები აქვთ და გააჩნიათ მათი მართვის გამოცდილება, გამოთქვამენ სურვილს, გაემგზავრონ სტიქიის ზონაში.ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბოლო ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939184_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_30adfb2d07202c1d684aca8a68d8669b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრაგედია შოვში: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეებს აფრთხილებს
სოციალოურ ქსელში მოქალაქეები, რომლებსაც დრონები აქვთ და გააჩნიათ მათი მართვის გამოცდილება, გამოთქვამენ სურვილს, გაემგზავრონ სტიქიის ზონაში.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, შოვში, სტიქიის ზონაში დრონები თვითნებურად არ გამოყენონ.
შოვში, სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა დღეს დილიდან განაახლა, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სოციალოურ ქსელში მოქალაქეები, რომლებსაც დრონები აქვთ და გააჩნიათ მათი მართვის გამოცდილება, გამოთქვამენ სურვილს, გაემგზავრონ სტიქიის ზონაში.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.