https://sputnik-georgia.com/20230804/sovsi-stiqiis-zonasi-samedicino-punqtebi-gaixsna-jandacvis-ministri-280936881.html
შოვში, სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა - ჯანდაცვის მინისტრი
შოვში, სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა - ჯანდაცვის მინისტრი
Sputnik საქართველო
სტიქიის შედეგად დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა მინისტრმა. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T19:37+0400
2023-08-04T19:37+0400
2023-08-04T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280929928_0:2:960:542_1920x0_80_0_0_9b2d93d2de76cdc6a9b291cc95a8247c.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შოვში გაიხსნა სამედიცინო პუნქტები, სადაც მეწყრის შედეგად დაზარალებულები გადაჰყავთ და დაკარგულთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.ექიმები ზრუნავენ დაზარალებულების და დაკარგულთა ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აღნიშნა მან.მინისტრის თქმით, არცერთი დაზარალებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა მცირე დაზიანებები, მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება არ არის.ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.რამდენიმე საათში მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280929928_118:0:843:544_1920x0_80_0_0_35cc0ebd5f714e3d46ca51056d26c6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შოვში, სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა - ჯანდაცვის მინისტრი
19:37 04.08.2023 (განახლებულია: 22:46 04.08.2023) სტიქიის შედეგად დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შოვში გაიხსნა სამედიცინო პუნქტები, სადაც მეწყრის შედეგად დაზარალებულები გადაჰყავთ და დაკარგულთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში მობილიზებული არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე დაკარგულთა ოჯახის წევრებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
ექიმები ზრუნავენ დაზარალებულების და დაკარგულთა ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, არცერთი დაზარალებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა მცირე დაზიანებები, მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება არ არის.
ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
რამდენიმე საათში მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.