შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს

© Roads Department of Georgiaმეწყერი შოვში
მეწყერი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი".
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.
მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები არსებობდა ფაქტობრივად იქ აღარაფერია>>
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
ყველა ახალი ამბავი
0