https://sputnik-georgia.com/20230804/mrebrisvili-sadac-kotejebi-arsebobda-faqtobrivad-iq-araraferia-280902140.html
მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია
მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია
Sputnik საქართველო
უკვე შესრულდა ცხრა საევაკუაციო რეისი. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T11:08+0400
2023-08-04T11:08+0400
2023-08-04T16:20+0400
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280900187_364:337:1510:982_1920x0_80_0_0_91aa82df148be64390f3286030d8cf17.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ეპიცენტრში ყველგან შესული ვართ, გარდა რამდენიმე ლოკაციისა, სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან შოვში სამაშველო სამუშაოების შესახებ. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი. მისი თქმით, სამაშველო სამსახური მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობს, ასევე ყველა ტექნიკასთან მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. ბოლო ინფორმაციით, დაკარგული 50 ადამიანიდან ექვსი იპოვეს. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან. დანარჩენებთან კავშირი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280900187_358:234:1464:1064_1920x0_80_0_0_7ab454202245af5b937c1e6b023dec93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია
11:08 04.08.2023 (განახლებულია: 16:20 04.08.2023) უკვე შესრულდა ცხრა საევაკუაციო რეისი.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ეპიცენტრში ყველგან შესული ვართ, გარდა რამდენიმე ლოკაციისა, სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად იქ აღარაფერია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან შოვში სამაშველო სამუშაოების შესახებ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი.
„არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და ჩვენი მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. ამიტომ ხდება ახლა გზის გაჭრა და ტექნიკის შეყვანა, რათა იქამდე მივიდეთ", – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, სამაშველო სამსახური მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობს, ასევე ყველა ტექნიკასთან მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები.
ბოლო ინფორმაციით, დაკარგული 50 ადამიანიდან ექვსი იპოვეს. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან. დანარჩენებთან კავშირი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.