https://sputnik-georgia.com/20230804/raribasvili-saubari-rom-stiqiis-arideba-seizleboda-araseriozulia-280912038.html
ღარიბაშვილი: ყოველგვარი საუბარი, რომ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია
ღარიბაშვილი: ყოველგვარი საუბარი, რომ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T15:03+0400
2023-08-04T15:03+0400
2023-09-14T15:17+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791003_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_61de290e4bf7c2d02a462ca2a523aa18.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედაგადაც დაღუპულია შვიდი ადამიანი. 31 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი ხელმძღვანელობით შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. პრემიერის განცხადებით, მსგავსი სტიქიური უბედურებები ყველა ქვეყანაში ხდება და საუბარი იმაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ჟურნალისტის დასმულ კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტრაგედიის აცილება.საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება - პრემიერი>>„არ მინდა სხვა თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კომპეტენტურ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია. და ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის", – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის გადაწყვეტილებით, რაჭაში სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან>>მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. სპეციალისტების განცხადებით, კურორტზე 5 მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო და საძიებო სამუშაოები. რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791003_0:0:888:666_1920x0_80_0_0_2824ea2690ecb78b799da0b1a0345f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ღარიბაშვილი: ყოველგვარი საუბარი, რომ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია
15:03 04.08.2023 (განახლებულია: 15:17 14.09.2023) პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედაგადაც დაღუპულია შვიდი ადამიანი. 31 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და, რა თქმა უნდა, მთელი ერი არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი ხელმძღვანელობით შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.
პრემიერის განცხადებით, მსგავსი სტიქიური უბედურებები ყველა ქვეყანაში ხდება და საუბარი იმაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ჟურნალისტის დასმულ კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტრაგედიის აცილება.
„არ მინდა სხვა თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კომპეტენტურ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია. და ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. სპეციალისტების განცხადებით, კურორტზე 5 მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო და საძიებო სამუშაოები.
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.