საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ორშაბათი გლოვის დღედ რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო გამოცხადდა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ ცხადდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაჭაში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული. მაშველები 31 ადამიანს ეძებენ.

„დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. სპეციალისტების განცხადებით, კურორტზე 5 მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ადგილზე სამაშველო და საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0