https://sputnik-georgia.com/20230804/ra-moxda-sovsi-specialistis-mosazreba-280938786.html
რა მოხდა შოვში: სპეციალისტის მოსაზრება
რა მოხდა შოვში: სპეციალისტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T20:19+0400
2023-08-04T20:19+0400
2023-08-05T00:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280931924_0:2:960:542_1920x0_80_0_0_22a111a246f329806aeb21630da8ad46.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სტიქია, რომელიც შოვში მოხდა, იყო გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კომპლექსური პროცესი და ასეთი მასშტაბის კომპლექსური, სწრაფად განვითარებადი პროცესების წინასწარ პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა გიორგი გაფრინდაშვილმა.მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია.„შოვში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე მეწყერის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდინარე ბუბისწყალზე“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.ღარიბაშვილი: ყოველგვარი საუბარი, რომ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია >>სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280931924_118:0:843:544_1920x0_80_0_0_1befec8e3990b7dccb125c1ac44c9736.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
რა მოხდა შოვში: სპეციალისტის მოსაზრება
20:19 04.08.2023 (განახლებულია: 00:11 05.08.2023) სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სტიქია, რომელიც შოვში მოხდა, იყო გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კომპლექსური პროცესი და ასეთი მასშტაბის კომპლექსური, სწრაფად განვითარებადი პროცესების წინასწარ პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა გიორგი გაფრინდაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„ამ ეტაპზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არის 4 უბანი, სადაც ინსტალირებულია მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას მეწყერის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, სამწუხაროდ, კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია.
„შოვში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე მეწყერის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდინარე ბუბისწყალზე“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.