https://sputnik-georgia.com/20230804/mewyeris-sedegebis-likvidaciasi-samxedroebi-caertvnen-280942337.html
ტრაგედია შოვში: მეწყრის შედეგების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთვნენ
ტრაგედია შოვში: მეწყრის შედეგების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთვნენ
Sputnik საქართველო
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T22:41+0400
2023-08-04T22:41+0400
2023-08-04T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939224_0:192:2049:1344_1920x0_80_0_0_c609bc2a86128b9afcea458019f38889.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სამხედროები უკვე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტში, სადაც შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.გარდა ამისა, სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში, ნათქვამია ინფორმაციაში.„ქართულ ოცნებაში“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხეს >>ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა შოვთან მისასვლელი ხიდები და გზები. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. ადგილზე 400 მაშველი მუშაობს.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასით არის დაფარული.7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939224_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_903dffb584321a8b7df2973ec949a5dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, საქართველოს თავდაცვა
ტრაგედია შოვში: მეწყრის შედეგების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთვნენ
22:41 04.08.2023 (განახლებულია: 23:11 04.08.2023) სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სამხედროები უკვე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტში, სადაც შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.
სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.
„ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში, ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა შოვთან მისასვლელი ხიდები და გზები. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. ადგილზე 400 მაშველი მუშაობს.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასით არის დაფარული.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.