https://sputnik-georgia.com/20230804/--------280932934.html
„ქართულ ოცნებაში“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხეს
„ქართულ ოცნებაში“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხეს
Sputnik საქართველო
ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაუშვებელი და ამორალურია, განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T18:04+0400
2023-08-04T18:04+0400
2023-08-04T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280916023_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_5347cf9ab48cc8093fcb566ee48ffcef.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციის ნაწილი მავნებლობით არის დაკავებული და ხალხის ნერვებზე თამაშობს, მანიპულირებს შოვში მომხდარი ტრაგედიით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამაშველო შვეულმფრენის შეძენა ჯერ კიდევ 2020 წელს დააანონსა, მაგრამ დანაპირები დღემდე არ შეუსრულებია. ოპოზიციონერის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება კორუმპირებულია და ხალხის უსაფრთხოება მათთვის პრიორიტეტული არ არის.მისი თქმით, ეს ადამიანები აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ დერეგულაციას, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა, როცა მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაკვირვებისთვის.პოლიტიკური მიზნებისთვის ტრაგედიის გამოყენების დაუშვებლობაზე სოციალურ ქსელში დაწერა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.„სრულიად გაოგნებული ვარ „ნაცმოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მიერ ამ წარმოუდგენელი სტიქიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობის შემყურე. თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას, მაგრამ არა...“ – დაწერა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში.ღარიბაშვილი: ყოველგვარი საუბარი, რომ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია >>შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა.„სანამ ერთი ადამიანის გადარჩენაც კი შესაძლებელია, იქამდე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია. დღეს მხარდაჭერა სჭირდებათ მაშველებს და ვისაც შეუძლია მათი დახმარება სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობით, მაგალითად, დრონებით, თუ სხვა საშუალებებით, ყველას მოვალეობაა ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ, ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დაუშვილმა.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისათვის დადასტურებულია 11 ადამიანის გარდაცვალება. რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.პრემიერის გადაწყვეტილებით, რაჭაში სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან>>დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 400 მაშველი, შესაბამისი ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც უნდა ჩაერთონ.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.როგორც მანამდე მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280916023_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_123a4b8c5cccfcb7e594899c9ec6579a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
„ქართულ ოცნებაში“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხეს
18:04 04.08.2023 (განახლებულია: 22:32 04.08.2023) ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაუშვებელი და ამორალურია, განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციის ნაწილი მავნებლობით არის დაკავებული და ხალხის ნერვებზე თამაშობს, მანიპულირებს შოვში მომხდარი ტრაგედიით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამაშველო შვეულმფრენის შეძენა ჯერ კიდევ 2020 წელს დააანონსა, მაგრამ დანაპირები დღემდე არ შეუსრულებია. ოპოზიციონერის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება კორუმპირებულია და ხალხის უსაფრთხოება მათთვის პრიორიტეტული არ არის.
„ჩვენი პოლიტიკოსები, ყველა ის ადამიანი, რომელიც, გუშინდელი დღიდან დაწყებული, მთელი დღე ცდილობდა იმას, რომ ეს უდიდესი უბედურება პოლიტიკურ აქტივად გადაექცია... ეს არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში და ასევე ძალიან ბოროტად სარგებლობა საკუთარი უფლებით, რომ ისაუბრონ და თავს მოახვიონ ადამიანებს ის მცდარი შეხედულებები, რასაც ისინი ეთერებიდან ქმნიან“, – განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, ეს ადამიანები აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ დერეგულაციას, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა, როცა მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაკვირვებისთვის.
პოლიტიკური მიზნებისთვის ტრაგედიის გამოყენების დაუშვებლობაზე სოციალურ ქსელში დაწერა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.
„სრულიად გაოგნებული ვარ „ნაცმოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მიერ ამ წარმოუდგენელი სტიქიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობის შემყურე. თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას, მაგრამ არა...“ – დაწერა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში.
შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა.
„სანამ ერთი ადამიანის გადარჩენაც კი შესაძლებელია, იქამდე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია. დღეს მხარდაჭერა სჭირდებათ მაშველებს და ვისაც შეუძლია მათი დახმარება სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობით, მაგალითად, დრონებით, თუ სხვა საშუალებებით, ყველას მოვალეობაა ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ, ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დაუშვილმა.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისათვის დადასტურებულია 11 ადამიანის გარდაცვალება. რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 400 მაშველი, შესაბამისი ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც უნდა ჩაერთონ.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
როგორც მანამდე მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.