https://sputnik-georgia.com/20230804/inflaciis-done-kvlav-mcirdeba-statistikuru-monacemebi-280898509.html
ინფლაციის დონე საქართველოში კვლავ მცირდება - სტატისტიკა
ინფლაციის დონე საქართველოში კვლავ მცირდება - სტატისტიკა
Sputnik საქართველო
წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 0,5%-ზე ქვევით ბოლოს 2016 წელს იყო – 0,2%. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T11:34+0400
2023-08-04T11:34+0400
2023-08-04T17:50+0400
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809014_0:94:3309:1955_1920x0_80_0_0_ba74c63b42decc1d7a2f2c7a77222f25.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ივლისი 2022 წლის ივლისთან შედარებით) 0,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი". წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 0,5%-ზე ქვევით ბოლოს 2016 წელს იყო, მაშინ ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა. წელიწადზე გადაანგარიშებით ივლისში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (9,7%) და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (6,3%), ხოლო შემცირდა ტრანსპორტზე (–12,1%), ჯანდაცვაზე (–6,9%) და კავშირგაბმულობაზე (–3%). სურსათზე ფასები წლიური 1,2%-ით გაიზარდა. რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა – ეკონომიკის სამინისტროს პასუხი>>2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,04% შეადგინა. ივნისში თვის დეფლაცია 0,7%-ს შეადგენდა. რატომ მცირდება ინფლაციის დონე საქართველოში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ინფლაციის დონის შემცირება ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას უკავშირდება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფლაციის დაბალი დონე და მაღალი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება მოსახლეობაზე. „ველოდებით ინფლაციის ტემპის შემცირებას და დაბალ დონეს წლის განმავლობაში", – განაცხადა დუნდუამ. ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს>>ამავე დროს, ეროვნული ბანკი, დადებითი პროგნოზების ფონზე, ინფლაციური ტენდენციების მაღალ გაურკვევლობაზე საუბრობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი დარჩება ძლიერი მოთხოვნის ფონზე, ეს ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას შექმნის. ამასთან, რეგულატორმა ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზი 2022 წელთან შედარებით 5%-დან 6%-მდე გაზარდა. რეგულატორის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება მიზნობრივს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809014_289:0:3020:2048_1920x0_80_0_0_e5137ca3a0519f87d36442c5f305c143.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები, საქართველო
საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები, საქართველო
ინფლაციის დონე საქართველოში კვლავ მცირდება - სტატისტიკა
11:34 04.08.2023 (განახლებულია: 17:50 04.08.2023) წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 0,5%-ზე ქვევით ბოლოს 2016 წელს იყო – 0,2%.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ივლისი 2022 წლის ივლისთან შედარებით) 0,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 0,5%-ზე ქვევით ბოლოს 2016 წელს იყო, მაშინ ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
წელიწადზე გადაანგარიშებით ივლისში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (9,7%) და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (6,3%), ხოლო შემცირდა ტრანსპორტზე (–12,1%), ჯანდაცვაზე (–6,9%) და კავშირგაბმულობაზე (–3%). სურსათზე ფასები წლიური 1,2%-ით გაიზარდა.
2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,04% შეადგინა. ივნისში თვის დეფლაცია 0,7%-ს შეადგენდა.
რატომ მცირდება ინფლაციის დონე საქართველოში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ინფლაციის დონის შემცირება ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას უკავშირდება.
„ვხედავთ, ფასები რეგულირდება, მნიშვნელოვნად მცირდება ინფლაციის მაჩვენებელი და ყოველივე ეს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეკონომიკური განვითარება ხორციელდება სწორად", – განაცხადა დუნდუამ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფლაციის დაბალი დონე და მაღალი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება მოსახლეობაზე.
„ველოდებით ინფლაციის ტემპის შემცირებას და დაბალ დონეს წლის განმავლობაში", – განაცხადა დუნდუამ.
ამავე დროს, ეროვნული ბანკი, დადებითი პროგნოზების ფონზე, ინფლაციური ტენდენციების მაღალ გაურკვევლობაზე საუბრობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი დარჩება ძლიერი მოთხოვნის ფონზე, ეს ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას შექმნის. ამასთან, რეგულატორმა ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზი 2022 წელთან შედარებით 5%-დან 6%-მდე გაზარდა.
რეგულატორის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება მიზნობრივს.