https://sputnik-georgia.com/20230804/4-agvistos-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-280754477.html
4 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
4 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 4 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T00:15+0400
2023-08-04T00:15+0400
2023-08-04T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23583/38/235833896_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_a669b7ba1eff5b6493490aed73089723.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.3-12 აგვისტო3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.მათი სიმბოლოა მზესუმზირა.ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.4 აგვისტოს დაბადებულები4 აგვისტოს ნებისყოფიანი და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები იბადებიან. მათში აშკარად იკვეთება ლიდერის, ხელმძღვანელის თვისებები. ოჯახურ ცხოვრებაში დესპოტიზმს ამჟღავნებენ, რაც პირად ფრონტზე მათ წარუმატებლობას განაპირობებს. იქ, სადაც ისინი მთელ თავიანთ ძალას დებენ, წარმატება ელოდებათ.4 აგვისტოს დაბადებულებზე შეიძლება ითქვას, რომ მართვის ცენტრი არიან. არიან აქტიური, იდეებით სავსე, ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში, პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ოჯახურ საქმეებში კოორდინატორი ხდებიან. ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს, თუმცა მათი უხილავი გავლენა გარშემომყოფებს მუდამ თან ახლავს.ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს>>4 აგვისტოს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის პოვნა უზარმაზარ სამყაროში; ისინი თავიანთ თავს დაუღალავად ეძებენ. არიან გამჭრიახი, მოქნილი გონების პატრონი. ბავშვობაში ამის წყალობით ხშირად აღწევენ თავს სასჯელს და ეს თვისება, რომ დაუსჯელი დარჩნენ, შემდეგაც გაჰყვებათ ხოლმე.ხშირად ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, თუ წინააღმდეგობა ხვდებათ გზაზე. მათთვის მნიშვნელოვანია თავისუფლების შეგრძნება - საქციელში, სიტყვაში, ქცევაში.ამ დღეს დაბადებულები სკრუპულოზური არიან ყველაფერში - ტანსაცმლის დეტალებიდან დაწყებული, ქცევის მანერამდე დასრულებული. უკვე თავისი არსებობით ახდენენ გავლენას გარშემომყოფებზე. აქვთ რა მობილური გონება და ობიექტურობის გრძნობა, ისინი სწრაფად აფასებენ გარემო ვითარებას და ამ ვითარების შეცვლაზე სწრაფად რეაგირებენ.თუ ამ ადამიანებმა მნიშვნელოვან მოვლენებში ცენტრალური ადგილი არ დაიკავეს, შეუძლიათ საკუთარი თავისა და საქმეებისთვის ზიანის მიყენება. ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე>>ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად თავიანთ ქცევას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მეომრულ მგზნებარებას კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისკენ მიმართავენ ხოლმე. ასევე ასაკის მატებასთან ერთად მეტად მატულობს მათი სიყვარული ბუნებისადმი.ჯანმრთელობა4 აგვისტოს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ ექიმებისა და ახლობლების გაფრთხილებებს. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ არ უყვართ, როდესაც ვინმე რაიმეს კარნახობს. ამის გამო ხშირად უმწვავდებათ დაავადება და სერიოზულ სენში გადადის. მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დაბალანსებულ კვებას, სრულფასოვან ძილს და ფიზიკურ დატვირთვას.რჩევა:არ უგულებელყოთ თქვენი მოვალეობები, ყოველთვის გახსოვდეთ ისინი. იპოვეთ ძალა, რომ იყოთ ტაქტიანი. ნუ გექნებათ პირადი თავისუფლების მიმართ ზედმეტად გადაჭარბებული დამოკიდებულება, რადგან ხანდახან მასზე მეტად სხვა რამ ფასობს. მიიღეთ გარშემომყოფები თავიანთი პრინციპებით, ხასიათითა და ურთიერთსაპირისპირო თვისებებით. ნუ გარისკავთ ზედმეტად.
https://sputnik-georgia.com/20230723/lomi-kaskasa-ambiciuri-zlieri-zogadi-daxasiateba-zodiaqo-280013277.html
https://sputnik-georgia.com/20230523/qoleriki-flegmatiki-gaarkviet-temperamenti-zodiaqos-nisnis-mixedvit-277926580.html
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23583/38/235833896_67:0:1132:799_1920x0_80_0_0_25be01d672b3e69e78918e45a0d0d198.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
4 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 4 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.
მათი სიმბოლოა მზესუმზირა.
ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.
4 აგვისტოს ნებისყოფიანი და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები იბადებიან. მათში აშკარად იკვეთება ლიდერის, ხელმძღვანელის თვისებები. ოჯახურ ცხოვრებაში დესპოტიზმს ამჟღავნებენ, რაც პირად ფრონტზე მათ წარუმატებლობას განაპირობებს. იქ, სადაც ისინი მთელ თავიანთ ძალას დებენ, წარმატება ელოდებათ.
4 აგვისტოს დაბადებულებზე შეიძლება ითქვას, რომ მართვის ცენტრი არიან. არიან აქტიური, იდეებით სავსე, ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში, პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ოჯახურ საქმეებში კოორდინატორი ხდებიან. ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს, თუმცა მათი უხილავი გავლენა გარშემომყოფებს მუდამ თან ახლავს.
4 აგვისტოს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის პოვნა უზარმაზარ სამყაროში; ისინი თავიანთ თავს დაუღალავად ეძებენ. არიან გამჭრიახი, მოქნილი გონების პატრონი. ბავშვობაში ამის წყალობით ხშირად აღწევენ თავს სასჯელს და ეს თვისება, რომ დაუსჯელი დარჩნენ, შემდეგაც გაჰყვებათ ხოლმე.
ხშირად ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, თუ წინააღმდეგობა ხვდებათ გზაზე. მათთვის მნიშვნელოვანია თავისუფლების შეგრძნება - საქციელში, სიტყვაში, ქცევაში.
ამ დღეს დაბადებულები სკრუპულოზური არიან ყველაფერში - ტანსაცმლის დეტალებიდან დაწყებული, ქცევის მანერამდე დასრულებული. უკვე თავისი არსებობით ახდენენ გავლენას გარშემომყოფებზე. აქვთ რა მობილური გონება და ობიექტურობის გრძნობა, ისინი სწრაფად აფასებენ გარემო ვითარებას და ამ ვითარების შეცვლაზე სწრაფად რეაგირებენ.
თუ ამ ადამიანებმა მნიშვნელოვან მოვლენებში ცენტრალური ადგილი არ დაიკავეს, შეუძლიათ საკუთარი თავისა და საქმეებისთვის ზიანის მიყენება.
ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად თავიანთ ქცევას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მეომრულ მგზნებარებას კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისკენ მიმართავენ ხოლმე. ასევე ასაკის მატებასთან ერთად მეტად მატულობს მათი სიყვარული ბუნებისადმი.
4 აგვისტოს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ ექიმებისა და ახლობლების გაფრთხილებებს. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ არ უყვართ, როდესაც ვინმე რაიმეს კარნახობს. ამის გამო ხშირად უმწვავდებათ დაავადება და სერიოზულ სენში გადადის. მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დაბალანსებულ კვებას, სრულფასოვან ძილს და ფიზიკურ დატვირთვას.
არ უგულებელყოთ თქვენი მოვალეობები, ყოველთვის გახსოვდეთ ისინი. იპოვეთ ძალა, რომ იყოთ ტაქტიანი. ნუ გექნებათ პირადი თავისუფლების მიმართ ზედმეტად გადაჭარბებული დამოკიდებულება, რადგან ხანდახან მასზე მეტად სხვა რამ ფასობს. მიიღეთ გარშემომყოფები თავიანთი პრინციპებით, ხასიათითა და ურთიერთსაპირისპირო თვისებებით. ნუ გარისკავთ ზედმეტად.