მეწყერი რაჭაში - დაშავებულების შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკე–საბურთალოს პოლიციის სამმართველოს შენობა
ვაკე–საბურთალოს პოლიციის სამმართველოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
ინფორმაცია რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ მასმედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. შოვში, სადაც ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები მიემგზავრებიან, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეწყერი შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვები. შოვის მისადგომებთან დაზიანდა ავტომობილი, ასევე ჩამოინგრა ხიდი მდინარეზე, დაინგრა კოტეჯები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე ხდება ტექნიკის დამატება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას უწყება ეტაპობრივად გაავრცელებს.
ინფორმაცია რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ მასმედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0