https://sputnik-georgia.com/20230803/mewyeri-rawasi-samasdvelo-operacia-daiwyo-280885975.html
მეწყერი რაჭაში - სამაშველო ოპერაცია დაიწყო
მეწყერი რაჭაში - სამაშველო ოპერაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების ევაკუაციას ახორციელებს. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T19:57+0400
2023-08-03T19:57+0400
2023-08-04T10:26+0400
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
სტიქიური მოვლენები
საქართველო
საზოგადოება
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262477596_0:4:2456:1386_1920x0_80_0_0_07972c061447cb4445590d58df0c5bda.png
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭის მაღალმთიან კურორტ შოვში, სადაც ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო.მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც იმ ადგილზე აღმოჩნდნენ, სადაც მეწყერი ჩამოწვა.წინასწარი მონაცემებით, მეწყრის ჩამოწოლის მომენტში სასტუმროში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ. თვითონ სასტუმროს ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა და ახლა მათ ვერტმფრენით გამოიყვანენ.მეწყერი რაჭაში - დაშავებულების შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ აქვს>>ამასთან, საერთო მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა 15 ადამიანი მოიყოლა, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262477596_302:0:2155:1390_1920x0_80_0_0_3f4d1f71e4bc92727ec026d11d033290.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, სტიქიური მოვლენები, საქართველო, საზოგადოება, მეწყერი რაჭაში
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, სტიქიური მოვლენები, საქართველო, საზოგადოება, მეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში - სამაშველო ოპერაცია დაიწყო
19:57 03.08.2023 (განახლებულია: 10:26 04.08.2023) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების ევაკუაციას ახორციელებს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭის მაღალმთიან კურორტ შოვში, სადაც ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც იმ ადგილზე აღმოჩნდნენ, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
წინასწარი მონაცემებით, მეწყრის ჩამოწოლის მომენტში სასტუმროში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ. თვითონ სასტუმროს ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა და ახლა მათ ვერტმფრენით გამოიყვანენ.
ამასთან, საერთო მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა 15 ადამიანი მოიყოლა, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას.