https://sputnik-georgia.com/20230803/mewyeri-rawasi-rodis-aradgenen-gzebs-280887479.html
მეწყერი რაჭაში: როდის აღადგენენ გზებს
მეწყერი რაჭაში: როდის აღადგენენ გზებს
Sputnik საქართველო
ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ჭანჭახმა გზის 136-ე კილომეტრზე დროებითი ხიდი და ადგილობრივი გზის 139-ე კილომეტრზე მდებარე ხიდი წაიღო. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T21:27+0400
2023-08-03T21:27+0400
2023-08-04T10:24+0400
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280855922_0:287:1200:962_1920x0_80_0_0_7aa0f7726c9ef90b95968ef82db068bf.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, მაღალმთიან კურორტ შოვთან ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე და 139-ე კილომეტრებზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასაწყებად სპეცტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დეპარტამენტი გზის უმოკლეს ვადაში აღდგენის პირობას იძლევა.მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან ვერტმფრენებით უკვე გამოიყვანეს 70 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია.ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.მეწყერი რაჭაში – სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი>>ამავე დროს, ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო, ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვსა და სოფელ გლოლას. ონის რაიონის სხვა სოფლებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოები მაშინვე დაიწყება, როგორც კი კომპანიის თანამშრომლები ზონაში შესვლას შეძლებენ, რაც ამჟამად გართულებულია.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280855922_0:174:1200:1074_1920x0_80_0_0_59101be2255b0815959f6aadb125c3f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში: როდის აღადგენენ გზებს
21:27 03.08.2023 (განახლებულია: 10:24 04.08.2023) ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ჭანჭახმა გზის 136-ე კილომეტრზე დროებითი ხიდი და ადგილობრივი გზის 139-ე კილომეტრზე მდებარე ხიდი წაიღო.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, მაღალმთიან კურორტ შოვთან ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე და 139-ე კილომეტრებზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასაწყებად სპეცტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტი გზის უმოკლეს ვადაში აღდგენის პირობას იძლევა.
მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან ვერტმფრენებით უკვე გამოიყვანეს 70 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ამავე დროს, ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო, ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვსა და სოფელ გლოლას. ონის რაიონის სხვა სოფლებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.
ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოები მაშინვე დაიწყება, როგორც კი კომპანიის თანამშრომლები ზონაში შესვლას შეძლებენ, რაც ამჟამად გართულებულია.