https://sputnik-georgia.com/20230803/mewyeri-rawasi-evakuirebulia-40-adamiani-280886958.html
მეწყერი რაჭაში - სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი
მეწყერი რაჭაში - სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი
Sputnik საქართველო
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობას განაგრძობს. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T20:32+0400
2023-08-03T20:32+0400
2023-08-04T10:25+0400
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280885391_0:37:700:431_1920x0_80_0_0_648669923cbe16f143c641eb50d0dc50.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან უკვე გამოიყვანეს 70 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა უკვე სამი რეისი შეასრულეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ევაკუირებულებს ონის მუნიციპალიტეტის სასტუმროებში განათავსებენ.ოპერაციაში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიციის ქვედანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები.ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280885391_40:0:661:466_1920x0_80_0_0_b47f5594a75c07daf4c9791506b71744.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში - სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი
20:32 03.08.2023 (განახლებულია: 10:25 04.08.2023) ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობას განაგრძობს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან უკვე გამოიყვანეს 70 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია,
იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა უკვე სამი რეისი შეასრულეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ევაკუირებულებს ონის მუნიციპალიტეტის სასტუმროებში განათავსებენ.
ოპერაციაში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიციის ქვედანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.