https://sputnik-georgia.com/20230803/mewyeri-rawasi-masvelebi-rame-imusaveben-280889189.html
მეწყერი რაჭაში – სამაშველო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება
მეწყერი რაჭაში – სამაშველო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის მაშველებმა სტიქიის ზონიდან 70–მდე ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე 400–მდე მაშველი მუშაობს. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T23:18+0400
2023-08-03T23:18+0400
2023-08-23T09:04+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280870323_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_d395a9f75e87b2dca223f9889d7da04f.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ, ნათქვამია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.მეწყერი რაჭის კურორტ შოვში, მთავარ სასტუმროსთან ახლოს ხუთშაბათს დღისით ჩამოწვა. ადამიანების ნაწილი უშუალოდ კატასტროფის ზონაში აღმოჩნდა, თუმცა ისინი არ დაშავებულან. სასტუმროსთან ახლოს ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი სამუშაოებში მთელი ღამის განმავლობაში იქნებოდა ჩართული, თუმცა, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა.სამაშველო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.მეწყერს შოვში მსხვერპლი მოჰყვა>>ამ დროისთვის მაშველების მიერ სტიქიის ზონიდან 70–მდე ადამიანია გამოყვანილი.მაშველების შტაბთან ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც სტიქიის ზონაში მყოფ ნათესავებს ვერ უკავშირდებიან.მეწყრულმა პროცესებმა მდინარეების დაგუბება გამოიწვია. შედეგად დაზიანდა ხიდები, კურორტი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280870323_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_23c2f4264d883fbae42e29c7d2347a03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში – სამაშველო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება
23:18 03.08.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ამ დროისთვის მაშველებმა სტიქიის ზონიდან 70–მდე ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე 400–მდე მაშველი მუშაობს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ, ნათქვამია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.
მეწყერი რაჭის კურორტ შოვში, მთავარ სასტუმროსთან ახლოს ხუთშაბათს დღისით ჩამოწვა. ადამიანების ნაწილი უშუალოდ კატასტროფის ზონაში აღმოჩნდა, თუმცა ისინი არ დაშავებულან. სასტუმროსთან ახლოს ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
„სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი სამუშაოებში მთელი ღამის განმავლობაში იქნებოდა ჩართული, თუმცა, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა.
სამაშველო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ამ დროისთვის მაშველების მიერ სტიქიის ზონიდან 70–მდე ადამიანია გამოყვანილი.
მაშველების შტაბთან ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც სტიქიის ზონაში მყოფ ნათესავებს ვერ უკავშირდებიან.
მეწყრულმა პროცესებმა მდინარეების დაგუბება გამოიწვია. შედეგად დაზიანდა ხიდები, კურორტი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.