https://sputnik-georgia.com/20230803/metiu-mileri-belorusi-polonetisincidentze-280819635.html
მილერი: ამ ეტაპზე ნატოს მე-5 მუხლი არ განიხილება
მილერი: ამ ეტაპზე ნატოს მე-5 მუხლი არ განიხილება
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. შეერთებული შტატები ნატოს უსაფრთხოებას სერიოზულად ეკიდება, თუმცა ახლა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენების ეტაპზე არ ვართ... 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T12:14+0400
2023-08-03T12:14+0400
2023-08-03T17:39+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
ნატო
პოლონეთი
ბელარუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. შეერთებული შტატები ნატოს უსაფრთხოებას სერიოზულად ეკიდება, თუმცა ახლა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენების ეტაპზე არ ვართ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბელარუსის სამხედრო ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ.მისი თქმით, შეერთებული შტატები „მოელის, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენულ საჰაერო სივრცეს“.შეკითხვაზე, იყო თუ არა რაიმე მცდელობა, დაკავშირებოდნენ პოლონელ ოფიციალურ პირებს და მათთან ნატოს რომელიმე მუხლი განეხილათ, მილერმა განაცხადა, რომ აშშ მუდმივ კონტაქტშია ნატოს ყველა წევრთან.ნატოს მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ყველა სხვა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. მეოთხე მუხლი კი ითვალისწინებს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსულტაციებს ყველა ჯერზე, როდესაც, ერთ-ერთი მათგანის აზრით, რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უშიშროებას საფრთხე ემუქრება.მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაპირველად ოფიციალურმა ვარშავამ უარყო საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით განმარტა, რომ სასაზღვრო ინციდენტი ქალაქ ბიალოვიეზასთან ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოხდა, რამაც სარადარო სისტემებს ვერტმფრენების აღმოჩენა გაურთულა.ინციდენტის საპასუხოდ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გასცა ბრძანება საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდისა და დამატებითი ძალების, მათ შორის, საბრძოლო ვერტმფრენების განთავსების თაობაზე.
https://sputnik-georgia.com/20230802/belarusulma-vertmfrenebma-polonetis-sahaero-sivrce-daarrvies-280769547.html
აშშ
პოლონეთი
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , ნატო , პოლონეთი , ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , ნატო , პოლონეთი , ბელარუსი
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. შეერთებული შტატები ნატოს უსაფრთხოებას სერიოზულად ეკიდება, თუმცა ახლა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენების ეტაპზე არ ვართ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბელარუსის სამხედრო ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ.
მისი თქმით, შეერთებული შტატები „მოელის, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენულ საჰაერო სივრცეს“.
„არ ვაპირებ გავუსწრო იმ განცხადებებს, რომლებსაც ჩვენ ან ნატოს რომელიმე სხვა ქვეყანა გააკეთებს. არსებობს გარკვეული პროცესები. არსებობს პროცესი, რომელიც ნატოს ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ მე-5 მუხლი. ამ დროისათვის ჩვენ არ ვართ ამ ეტაპზე“, — აღნიშნა მილერმა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა რაიმე მცდელობა, დაკავშირებოდნენ პოლონელ ოფიციალურ პირებს და მათთან ნატოს რომელიმე მუხლი განეხილათ, მილერმა განაცხადა, რომ აშშ მუდმივ კონტაქტშია ნატოს ყველა წევრთან.
ნატოს მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ყველა სხვა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. მეოთხე მუხლი კი ითვალისწინებს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსულტაციებს ყველა ჯერზე, როდესაც, ერთ-ერთი მათგანის აზრით, რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უშიშროებას საფრთხე ემუქრება.
მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაპირველად ოფიციალურმა ვარშავამ უარყო საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით განმარტა, რომ სასაზღვრო ინციდენტი ქალაქ ბიალოვიეზასთან ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოხდა, რამაც სარადარო სისტემებს ვერტმფრენების აღმოჩენა გაურთულა.
ინციდენტის საპასუხოდ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გასცა ბრძანება საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდისა და დამატებითი ძალების, მათ შორის, საბრძოლო ვერტმფრენების განთავსების თაობაზე.