https://sputnik-georgia.com/20230801/dasavleti-naxavs-rom-saqartvelos-aqvs-alternativebi-mamraze-280718300.html
დასავლეთი ნახავს, რომ საქართველოს აქვს ალტერნატივები - პოლიტოლოგი ჩინეთთან პარტნიორობაზე
დასავლეთი ნახავს, რომ საქართველოს აქვს ალტერნატივები - პოლიტოლოგი ჩინეთთან პარტნიორობაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტის მსვლელობისას ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმდნენ. 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T21:17+0400
2023-08-01T21:17+0400
2023-08-01T23:06+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260302638_0:90:1280:811_1920x0_80_0_0_98204fe7513f8fbc871dc75be8c9c40b.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან დადებითად იმოქმედებს დასავლეთთან ურთიერთობებზე, რადგან დასავლეთი ბოლოს და ბოლოს დაინახავს, რომ ჩვენს ქვეყანას ალტერნატივები აქვს, მიიჩნევს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.ამის შესახებ მამრაძემ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა. პრემიერის ვიზიტის დროს მხარეები ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოს ურთიერთობებზე ევროპასთან და აშშ-თან, მამრაძემ უპასუხა, რომ ამ ფაქტს მხოლოდ დადებითი გავლენა ექნება.ამავე დროს ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საიმედო პარტნიორია და საქართველო ამაში რთულ პერიოდში დარწმუნდა.ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წინსვლას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.ღარიბაშვილმა ჩინელი ბიზნესმენები თბილისში ფორუმზე მოიწვია>>საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას. ჩინეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა შორისაა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260302638_229:87:1081:726_1920x0_80_0_0_a8f7c91a3c46596ad258390763573e70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
დასავლეთი ნახავს, რომ საქართველოს აქვს ალტერნატივები - პოლიტოლოგი ჩინეთთან პარტნიორობაზე
21:17 01.08.2023 (განახლებულია: 23:06 01.08.2023) საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტის მსვლელობისას ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმდნენ.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან დადებითად იმოქმედებს დასავლეთთან ურთიერთობებზე, რადგან დასავლეთი ბოლოს და ბოლოს დაინახავს, რომ ჩვენს ქვეყანას ალტერნატივები აქვს, მიიჩნევს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.
ამის შესახებ მამრაძემ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა. პრემიერის ვიზიტის დროს მხარეები ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოს ურთიერთობებზე ევროპასთან და აშშ-თან, მამრაძემ უპასუხა, რომ ამ ფაქტს მხოლოდ დადებითი გავლენა ექნება.
„ვიღაცები დასავლეთში დაინახავენ, რომ საქართველოს ალტერნატივები აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ხედავს, რომ ბოლო წლებში დასავლეთი არ ჩქარობს, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელოს“, – აღნიშნა მამრაძემ.
ამავე დროს ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საიმედო პარტნიორია და საქართველო ამაში რთულ პერიოდში დარწმუნდა.
„თანამშრომლობა ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩინეთი – ესაა პარტნიორი, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს, და საქართველო ამაში არაერთხელ დარწმუნდა. მახსოვს ქვეყნისთვის ურთულესი დრო, როდესაც ჩინელები ხადორჰესს აშენებდნენ. ის დრო იყო, როცა საქართველოში არანაირი მართლწესრიგი არ არსებობდა. მაგრამ მათ ყველაფერს გაუძლეს, აიტანეს და ააშენეს. როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, ყველაფერი ბოლომდე მიჰყავთ“, – განაცხადა მამრაძემ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წინსვლას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა შორისაა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.