https://sputnik-georgia.com/20230801/--------280708686.html
„ნაცმოძრაობას" საბოლოო ვერდიქტს ხალხი გამოუტანს - ირაკლი კობახიძე
„ნაცმოძრაობას" საბოლოო ვერდიქტს ხალხი გამოუტანს - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
დეპუტატი საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალიდან" გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის" „დანაშაულებრივი საქმიანობის"... 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T19:03+0400
2023-08-01T19:03+0400
2023-08-01T22:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_328:104:1308:655_1920x0_80_0_0_75fe6eb622721c5cf7cf95513d7b9c75.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქართველმა ხალხმა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გამოუტანოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. პარლამენტში „ნაცმოძრაობის" „დანაშაულებრივი საქმიანობისა" და სასამართლო გარჩევის ინიციატივით „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი გამოვიდა. მაგალითად მან მოლდოვა მოიყვანა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი" (Шор) არაკონსტიტუციურად ცნო. მისი აზრით, ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივი იქნება ისეთ პირობებში, როდესაც პარტიას ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხაბეიშვილი "ნაცმოძრაობის" ფორმალური ლიდერია. რაც შეეხება მოლდოვის მაგალითს, იქ დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალია და, აქედან გამომდინარე, იქ ბევრად ადვილია პარტიის აკრძალვის, დეპუტატის დაკავების და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, აღნიშნა კობახიძემ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს "ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს – ელისაშვილი>>ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. რა ხდება „ნაცმოძრაობაში" „ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ. „ნაცმოძრაობის" ღალატის კიდევ ერთი მაგალითი - ირაკლი კობახიძე აშშ-ის დოკუმენტებზე>>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_1231f04b2d15a0d9abf714b99959b703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო
„ნაცმოძრაობას" საბოლოო ვერდიქტს ხალხი გამოუტანს - ირაკლი კობახიძე
19:03 01.08.2023 (განახლებულია: 22:41 01.08.2023) დეპუტატი საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალიდან" გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის" „დანაშაულებრივი საქმიანობის" შესწავლის პროცესი.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქართველმა ხალხმა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გამოუტანოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში „ნაცმოძრაობის" „დანაშაულებრივი საქმიანობისა" და სასამართლო გარჩევის ინიციატივით „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი გამოვიდა. მაგალითად მან მოლდოვა მოიყვანა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი" (Шор) არაკონსტიტუციურად ცნო.
„მთავარია გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი დადგეს 2024 წლის ოქტომბერში და ეს განაჩენი უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა. მაგრამ ეს უნდა იყოს არა ერთ-ერთ მორიგი განაჩენი, არამედ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს „ნაცმოძრაობას", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი აზრით, ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივი იქნება ისეთ პირობებში, როდესაც პარტიას ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხაბეიშვილი "ნაცმოძრაობის" ფორმალური ლიდერია.
„ბევრად უფრო მარტივი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის სწორი ანალიზის გაკეთება და ამ გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა, რაც აუცილებლად უნდა დადგეს 2024 წლის ოქტომბერში", – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოლდოვის მაგალითს, იქ დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალია და, აქედან გამომდინარე, იქ ბევრად ადვილია პარტიის აკრძალვის, დეპუტატის დაკავების და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, აღნიშნა კობახიძემ.
„საქართველოში ბევრად მაღალია დემოკრატიის ხარისხი, შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები სხვა წესით მიიღება, სხვა ხარისხითა და სტანდარტით წარიმართება", – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს "ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.