„ნაცმოძრაობის" ღალატის კიდევ ერთი მაგალითი - ირაკლი კობახიძე აშშ-ის დოკუმენტებზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2023
გამოწერა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მასალები გამოაქვეყნა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ფული გადაიხადა. ეს ლუსტრაციისა და ღალატის კიდევ ერთი მაგალითია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
19 ივლისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა.

„FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ „ნაცმოძრაობა" პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს, უბრალოდ არ ვიცი. ეს საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაციაა", – განაცხადა კობახიძემ.

პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას, და არა მარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეორე, რაზეც პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა, ეს არის ევროპარლამენტის მიერ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიღებული რეზოლუციები.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან, გარდა სხვა რაღაცებისა, ფულიც დგას", – განაცხადა კობახიძემ ტელეარხ „იმედის" ეთერში.
ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.
აშშ-ის დოკუმენტები ადასტურებს, რომ კამპანია სააკაშვილის გარშემო იყო დაგეგმილი - პაპუაშვილი>>>
ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მოგვიანებით „ქართული ოცნების" ზოგიერთმა ლიდერმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნეს საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები პროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
პარლამენტის თავმჯდომარე: მარგველაშვილის „ნაცმოძრაობასთან" კავშირი დადასტურდა>>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0