https://sputnik-georgia.com/20230801/---------280733682.html
ოპოზიციონერი დეპუტატი: ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ
ოპოზიციონერი დეპუტატი: ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ
Sputnik საქართველო
რაქვიაშვილის განცხადებით, თავისთავად ინვესტიციები ყოველთვის კარგია, და ნებისმიერი ქვეყნიდან – იქნება ეს აშშ თუ ჩინეთი. 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T23:58+0400
2023-08-01T23:58+0400
2023-08-02T14:56+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201746_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_243f4a39b4b2af1d50d892ffadcc8003.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ჩინეთთან ურთიერთობების დამყარებისას სიფრთხილეა საჭირო – განვავითაროთ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუახლოვდეთ პოლიტიკურად, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.ორშაბათს საქართველომ და ჩინეთმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ერთობლივი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას გაკეთდა.მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. „რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უკეთესია ამერიკელებთან მეგობრობა, ვიდრე ჩინელებთან", – განაცხადა რაქვიაშვილმა.დეპუტატის განცხადებით, თავისთავად ინვესტიციები ყოველთვის კარგია და სულ ერთია, რომელი ქვეყნიდან – იქნება ეს აშშ თუ ჩინეთი. მაგრამ როცა საუბარი მიდის, მაგალითად, პორტის მშენებლობაზე, თუ ამით მთავრობაა დაკავებული, მაშინ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩადებს ამ პროექტში ინვესტიციას, რადგანაც ეს ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა.ახლადგამოჩეკილი „ექსპერტების" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის - შალვა პაპუაშვილი>>>საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ.ამ მასშტაბური პროექტის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინეთში გამართულ ჩინურ–ქართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.„ჩვენ არასწორად ვიქცევით იმ ნაწილში, რომ მთავრობა აშენებს პორტს. პორტის მშენებლობა მთავრობის საქმე არაა. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არ იქნებოდა განსხვავება ვინ ააშენებს პორტს – ჩინელები, ამერიკელები თუ არგენტინელები", – განაცხადა რაქვიაშვილმა.მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება აშენებს პორტს და მოიძიებს ფულს თუნდაც ჩინეთში, ეს უკვე პოლიტიკურ პრობლემად იქცევა.ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონთან (ჩინეთთან და აშშ-თან - რედ.) მეგობრობა“.თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმ ოპოზიციონერი დეპუტატების და ახლადგამოჩეკილი „ექსპერტების" ადგილი, რომლებიც ვერ ხვდებიან საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ქართულ პოლიტიკაში არ არის.მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, რადგანაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201746_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_db6c3d0ef2645cb40d0525523bc2c16b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
ოპოზიციონერი დეპუტატი: ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ
23:58 01.08.2023 (განახლებულია: 14:56 02.08.2023) რაქვიაშვილის განცხადებით, თავისთავად ინვესტიციები ყოველთვის კარგია, და ნებისმიერი ქვეყნიდან – იქნება ეს აშშ თუ ჩინეთი.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ჩინეთთან ურთიერთობების დამყარებისას სიფრთხილეა საჭირო – განვავითაროთ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუახლოვდეთ პოლიტიკურად, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ორშაბათს საქართველომ და ჩინეთმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ერთობლივი
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას გაკეთდა.
„ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ... ზოგადად, თუ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები იმით დამთავრდება, რომ ჩინეთთან საქართველოს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობა ექნება, რატომაც არა?! მიუხედავად ამისა, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩინეთს პოლიტიკურად დავუახლოვდეთ", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. „რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უკეთესია ამერიკელებთან მეგობრობა, ვიდრე ჩინელებთან", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, თავისთავად ინვესტიციები ყოველთვის კარგია და სულ ერთია, რომელი ქვეყნიდან – იქნება ეს აშშ თუ ჩინეთი. მაგრამ როცა საუბარი მიდის, მაგალითად, პორტის მშენებლობაზე, თუ ამით მთავრობაა დაკავებული, მაშინ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩადებს ამ პროექტში ინვესტიციას, რადგანაც ეს ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ.
ამ მასშტაბური პროექტის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინეთში გამართულ ჩინურ–ქართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ არასწორად ვიქცევით იმ ნაწილში, რომ მთავრობა აშენებს პორტს. პორტის მშენებლობა მთავრობის საქმე არაა. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არ იქნებოდა განსხვავება ვინ ააშენებს პორტს – ჩინელები, ამერიკელები თუ არგენტინელები", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება აშენებს პორტს და მოიძიებს ფულს თუნდაც ჩინეთში, ეს უკვე პოლიტიკურ პრობლემად იქცევა.
„თავისთავად ჩინური ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც რუსული ინვესტიციები წარმოადგენს პრობლემას, არც თურქული და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. პრობლემა ისაა, რომ მთავრობა ერევა ეკონომიკაში და შემდეგ ეს ეკონომიკა კი არა, პოლიტიკა ხდება... სულ გვგონია, რომ ფულის წარმომავლობაა პრობლემა, მაგრამ პრობლემა ჩვენი შიდა მოწყობაა", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონთან (ჩინეთთან და აშშ-თან - რედ.) მეგობრობა“.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმ ოპოზიციონერი დეპუტატების და ახლადგამოჩეკილი „ექსპერტების" ადგილი, რომლებიც ვერ ხვდებიან საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ქართულ პოლიტიკაში არ არის.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, რადგანაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.